ცოფი
რა არის ცოფი?
ცოფი გავრცელებული ვირუსია და მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, რომელთა 40%-ს 15 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ინფექციის გამომწვევია ცოფის ვირუსი, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან.
ცოფი ადამიანს შესაძლოა გადაედოს ცოფის ვირუსით ინფიცირებულ ცხოველთან რაიმე სახის კონტაქტის შედეგად. კერძოდ, ინფიცირებული ცხოველის ნაკბენი ან ნაკაწრი შესაძლოა გახდეს ცოფის გავრცელების მიზეზი. ვირუსი ასევე გადადის დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის ღია ჭრილობაში ან ლორწოვან გარსში მოხვედრის შედეგად როგორიცაა, მაგალითად თვალი ან პირი. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ქსოვილის ან ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს მიმღების დაინფიცირება დაავადებული ქსოვილებიდან.
ცოფის გადამტანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი შინაური და გარეული ცხოველი. ხშირ შემთხვევაში ცოფის გადამტანი მაწანწალა ცხოველები - ძაღლები და კატები არიან, თუმცა ხშირია შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა, ძროხა, თხა, ცხენი, სხვ.) მიერ ადამიანისთვის ვირუსის გადადების შემთხვევებიც.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ცოფით ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ცხოველის მიერ კბენის, გაკაწრის ან რაიმე სახის კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ-რაბიოლოგს.
ცოფის პრევენცია შესაძლებელია დროული ვაქცინაციით. ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100% შემთხვევაში იწვევს სიკვდილს. ამიტომ, ცოფის ვირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი აუცილებლად უნდა აიცრას პრევენციის მიზნით.
ინფიცირების პრევენციის მიზნით საჭირო პროცედურების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი, ინდივიდუალურად, პაციენტის დაზიანების კატეგორიის და კონტაქტის ხასიათის გათვალისწინებით.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა! დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლიდან საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც დროული ვაქცინაციის შედეგია.
დროული ვაქცინაცია ნიუ ჰოსპიტალსში
ცოფის რისკის ქვეშ მქონე პაციენტი განთავსდება ნიუ ჰოსპიტალსის გადაუდებელი დახმარების ცენტრში არსებულ რაბიოლოგიის სამსახურში, რომელიც მუშაობს 24/7. ვაქცინაცია ცოფის პრევენციის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მისი ჩატარება.
ექიმი-რაბიოლოგი ჭრილობის სპეციალურად დამუშავებისა და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის შესახებ. გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა ვაქცინაცია გადაიდოს რამდენიმე საათით (მაგალითად, თუ პაციენტი იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ). ვაქცინაციის შემდგომი დაკვირვების მიზნით პაციენტი განთავსდება პალატაში რამდენიმე საათით. პაციენტის გაწერა მოხდება ექიმის მიერ სასიცოცხლო პარამეტრების შეფასების შემდეგ.
არსებობს იმუნიზაციის აქტიური და პასიური მეთოდები. აქტიური იმუნიზაცია გულისხმობს ორგანიზმში ანტიგენის შეყვანას ანუ დასუსტებული ან მკვდარი ვირუსის ან მათი ტოქსინებისგან დამზადებული პრეპარატის გამოყენებას დაავადების პროფილაქტიკისათვის. აქტიური იმუნიზაციის შედეგად ვითარდება ხანგრძლივი იმუნიტეტი (ერთ წელი ან მეტი). პასიური იმუნიზაცია გულისხმობს ორგანიზმში იმუნური შრატების ან გამაგლობულინების შეყვანას. პასიური იმუნიზაციის შედეგად ვითარდება ხანმოკლე იმუნიტეტი (3 კვირა ან მეტი).
პასიური იმუნიზაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს დაზიანება აქვს სახეზე ან ხელზე, რადგან ასეთ შემთხვევაში პაციენტი არის მაღალი რისკის მქონე. სხვა შემთვევაში გამოიყენება იმუნიზაციის აქტიური მეთოდი.
ვაქცინაციის სრული კურსი შედგება ხუთი ეტაპისგან, მათ შორის პირობითი სამი ეტაპისგან. ვაქცინაციის კურსის მსვლელობისას აუცილებელია ცხოველზე დაკვირვება, თუ არსებობს ამის შესაძლებლობა. ექიმის მიერ ვაქცინაციის კურსის შერჩევა ხდება ცხოველის მდგომარებაზე დაკვირვების შედეგად. თუ პაციენტმა დაზიანება მიიღო მსხვილფეხა საქონლისგან (ძროხა, ხბო, ცხენი) დაკვირვების პერიოდი ერთ წლამდე გრძელდება, სხვა შემთხვევაში ცხოველზე დაკვირვებისთვის საკმარისია 10 კალენდარული დღე.
სიმპტომები
ცოფის საინკუბაციო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და შესაძლოა 2 კვირიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე.
ცოფის პირველადი სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივ გაციებას, რომელიც რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება. მოგვიანებით კი შესაძლოა გამოვლინდეს:
რისკ ფაქტორები
ცოფით დაინფიცირების რისკი შესაძლებელია გაზიარდოს შემდეგი ფაქტორების გამო:
- მოგზაურება ან ცხოვრება განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაღალია ცოფის გავრცელების მაჩვენებელი, მაგალითად აფრიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.
- აქტივობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტი ცოფით დაინფიცირებულ ცხოველებთან, მაგალითად გამოქვაბულების დათვალიერება, სადაც შესაძლოა ღამურები ბუდობდნენ.
- ლაბორატორიაში მუშაობა, სადაც შესაძლოა არსებოდეს ცოფის ვირუსთან შეხების რისკი.
- ჭრილობები თავის ან კისრის მიდამოში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვირუსი ადვილად აღწევს ტვინთან.
პრევენცია
ცოფის ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა დაუყვონებელი ვაქცინაციაა, რომელიც უზრუნველყოფს რომ ინფექცია არ მოხვდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ცოფით დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, ექიმთან მიმართვამდე, სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანებული უბნის უხვი საპნიანი წყლის ჭავლით ჩამორეცხვა.
ცოფით დაავადებულ ცხოველეთან კონტაქტის რისკის შესამცირებლად აუცილებელია შემდეგი აქტივობები:
- შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო აცრა ვეტერინარის მეთვალყურების ქვეშ.
- შინაური ცხოველების კონტაქტის შეზღუდვა ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებთან, განსაკუთრებით ისეთი შინაური ცხოველების შემთხვევაში რომელთა ვაქციანა არ ხდება (მაგალითად ზღვის გოჭი).
- გარეულ ცხოველებთან კონტაქტისგან თავის შეკავება, განსაკუთრებით იმ შემთვევაში თუ მათ ადამიანების არ ეშინიათ, რადგან ეს არ არის მათი ნორმალური ქცევა.
- მაწანწალა ცხოველების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ორგანოებისთვის.
- ცოფის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის წინ, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე რეკომენდირებულია ცოფის ვაქცინის გაკეთება, განსაკუთრებით ისეთი მოგზაურობის დროს, როდესაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი.