ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

გლაუკომის ლაზერული მკურნალობა მიკროპულსური ლაზერით

რა არის მიკროპულსი?

მიკროპულსური ლაზერული თერაპია (მიკროპუსლური ტრანსსკლერალური ციკლოფოტოკოაგულაცია და ტრაბეკულოპლასტიკა) გლაუკომის მკურნალობის არაინვაზიური თანამედროვე მეთოდია. პროცედურა მიზნად ისახავს თვალის შიდა წნევის შემცირებას გლაუკომის მქონე პაციენტებში.


მიკროპულსური ლაზერის უპირატესობები

  • თვალშიდა წნევის შემცირება - პროცედურის მთავარი მიზანია თვალის შიდა წნევის შემცირებაა, რაც გადამწყვეტია გლაუკომის მართვისა და მხედველობის ნერვის დაზიანების თავიდან ასაცილებლად;
  • მინიმალური გვერდითი ეფექტები - მიკროპულსის ტექნიკა, ტრადიციულ ლაზერულ მკურნალობასთან შედარებით, ნაკლებად ინვაზიურია, შესაბამისად, აქვს ნაკლები გვერდითი ეფექტი;
  • სწრაფი აღდგენა - პროცედურის შემდეგ რეაბილიტციას ნაკლები დრო სჭირდება;
  • უსაფრთხოება - პროცედურა უსაფრთხოა და შეიძლება გამოყენებული იყოს კომბინაციაში მედიკამენტებთან და ჩვეულებრივ ლაზერულ მკურნალობასთან ერთად, ასევე შესაძლებელია ჩატარდეს რამდენჯერმე.

როგორ ტარდება მიკროპულსის პროცედურა?

მიკროპულსის პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ტკივილგამაყუჩებლად, ანესთეზიის მიზნით გამოიყენება თვალის წვეთები და პაციენტი ვერ გრძნობს დისკომფორტს.

ტრაბეკულურ ბადეზე ხდება ლაზერული სხივის მიკროპულსური იმპულსებით დამიზნება. უწყვეტი სხივის ნაცვლად ლაზერი იყენებს ენერგიის მოკლე, სწრაფ იმპულსებს. ეს იმპულსები კონტროლდება და თერმული დაზიანების შესამცირებლად, დისტანციურად არის განლაგებული ქსოვილების მიმდებარედ. პროცედურის ხანგრძლივობა ერთ თვალზე საშუალოდ 5-10 წუთია.

როგორ მუშაობს მიკროპულსური თერაპია?

  • ლაზერული ტექნოლოგია - მიკროპულსური ლაზერული თერაპია ლაზერს იყენებს ტრაბეკულურ ქსელში (თვალის დრენაჟის სისტემაში) ენერგიის მოკლე და ზუსტი იმპულსების გადასაცემად;
  • თერმული ეფექტები - ტრადიციული ლაზერული პროცედურებისგან განსხვავებით, რომლებიც სინათლის უწყვეტ სხივს იყენებენ და ხანდახან მნიშვნელოვან თერმულ დაზიანებას იწვევენ, მიკროპულსური ლაზერები იყენებენ სწრაფ, დაბალი ენერგიის იმპულსებს. ეს მიდგომა ამცირებს ქსოვილების თერმულ დაზიანებას;
  • კონტროლირებადი მკურნალობა - მიკროპულსის ტექნიკა ენერგიის უფრო კონტროლირებადი გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს გართულებებისა და გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებას.

პოსტოპერაციული პერიოდი

პროცედურის ჩატარების შემდეგ შეიძლება განიცადოთ მსუბუქი დისკომფორტი, ასევე ახასიათებს ბუნდოვანი ხედვა, თუმცა აღნიშნული დისკომფორტი მალევე ქრება.

ოფთალმოლოგი, საჭიროებისამებრ, დაგინიშნავთ თვალის წვეთებსა და მედიკამენტებს. პროცედურის შემდეგ საჭიროა რეგულარული ვიზიტი ოფთალმოლოგთან, მდგომარეობის კონტროლისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად.


რამდენად ეფექტურია მიკროპულსი?

იმის მიუხედავად, რომ პროცედურის ეფექტურობის მაჩვენებელი მაღალია, შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.