ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კომპიუტერული ტომოგრაფია - CT (კატე) სკრინინგი

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) არის თანამედროვე, უმტკივნეულო და არაინვაზიური დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდი, რომელიც რენტგენული სხივებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიის საშუალებით ქმნის სხეულის შიდა სტრუქტურების მრავალშრიან, მაღალი სიზუსტით გადმოცემულ სურათებს. ის უზრუნველყოფს დეტალურ ინფორმაციას თავის ტვინზე, ხერხემალზე, შინაგან ორგანოებზე, ძვლებზე, სისხლძარღვებსა და რბილ ქსოვილებზე, რაც ექიმებს ეხმარება დაავადებების დროულად გამოვლენასა და ეფექტურად მართვაში.


რენტგენოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც სამგანზომილებიან სურათს იძლევა, CT ასევე ქმნის სამგანზომილებიან, დეტალურ გამოსახულებებს, რაც ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საკმარისია. თუმცა, რენტგენთან შედარებით, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ახასიათებს შედარებით მაღალი რადიოაქტიური დასხივება.


რა შემთხვევაში გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია?

CT სკრინინგი გამოიყენება როგორც გადაუდებელ სიტუაციებში, ასევე ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის მიზნით.

კომპიუტერული ტომოგრაფია ეხმარება ექიმებს გამოავლინონ სხვადასხვა დაავადებები და დაზიანებები, როგორიცაა:

  • სიმსივნეები და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;
  • ტრავმები და მოტეხილობები;
  • გულის დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მაგალითად დივერტიკულიტი, კრონის დაავადება და სხვ.
  • თავის ტვინის დაავადებები;
  • შინაგანი სისხლდენა;
  • ინფექციები;
  • სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა ანევრიზმები, თრომბოზი ან სტენოზი.

CT სკრინინგი ასევე გამოიყენება მონიტორინგის მიზნით, რათა მოხდეს სხვადასხვა დაავადებების კონტროლი და დროულად შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა. კომპიუტერულ ტომოგრაფიას იყენებენ:

  • სიმსივნის ზომისა და გავრცელების ცვლილებების შესაფასებლად;
  • ქრონიკული დაავადებების გასაკონტროლებლად;
  • ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის შესაფასებლად;
  • სისხლძარღვოვანი მდგომარეობების კონტროლის მიზნით;
  • ინფექციების ან ანთების მონიტორინგის მიზნით.

როგორ ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია ნიუ ჰოსპიტალსში?

ნიუ ჰოსპიტალსში კომპიუტერული ტომოგრაფია უახლესი თაობის, ულტრათანამედროვე, 128 შრიანი აპარატით ტარდება, რომელიც გამოსახულების უმაღლეს სიზუსტეს უზრუნველყოფს. ტექნოლოგია განსაკუთრებით ეფექტურია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად და საშუალებას იძლევა არაინვაზიურად შეფასდეს სხვადასხვა მდგომარეობები.

აპარატი აღჭურვილია ინოვაციური სისტემით, რომელიც რადიაციული დასხივების დონეს 60%-ით ამცირებს და ზრდის უსაფრთხოებას, როგორც პაციენტისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისათვის. პროცედურა სწრაფად და კომფორტულად ტარდება - ტექნოლოგია ადაპტირებულია სხვადასხვა წონისა და მდგომარეობის მქონე პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება ექიმის დანიშნულებით. მიღებული შედგები სწრაფად მუშავდება და გადაეცემა მკურნალ ექიმს სწორი დიაგნოზის დასმის და მკურნალობის დაგეგმვისთვის.


რა არის კონტრასტი?

კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლებელია ჩატარდეს კონტრასტით ან კონტრასტის გარეშე. კონტრასტული ნივთიერება არის სპეციალური სითხე, რომელიც გამოიყენება CT კვლევისას, რათა სხეულის შიგნით არსებული სტრუქტურები უფრო მკვეთრად და დეტალურად გამოჩნდეს გამოსახულებაზე. კონტრასტული ნივთიერება, ძირითადად, შეჰყავთ ინტრავენურად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მისი ორალურად მიღებაც. მისი გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში წინასწარ მოწმდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით თირკმელების დაავადების ან ალერგიების არსებობის დროს.


რა რისკები აქვს კომპიუტერულ ტომოგრაფიას?

როგორც ყველა სამედიცინო პროცედურას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ახლავს გარკვეული რისკები, განსაკუთრებით განმეორებითი ან არაგონივრული გამოყენების შემთხვევაში.

ძირითადი რისკებია:

  • რადიაციული დასხივება;
  • ალერგიული რეაქციები ან თირკმლის ფუნქციის გაუარესება კონტრასტული ნივთიერების გამო.

კვლევა ყოველთვის პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების შემდეგ ინიშნება. მნიშვნელოვანია პაციენტმა წინასწარ გააფრთხილოს ექიმი თუ ის არის ფეხმძიმედ, აქვს ალერგია, თირკმელების დაავადება ან დიაბეტი