ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მხედველობის დარღვევები

რა სახის მხედველობის დარღვევა არსებობს?

მკაფიო მხედველობისთვის აუცილებელია რქოვანისა და ბროლის საუკეთესო კოორდინაცია. მხედველობა-დაქვეითებული თვალი ჰგავს არეული ფოკუსის მქონე კამერას, რომელიც ბუნდოვან სურათებს იღებს.

 

ახლომხედველობა (მიოპია)

ახლომხედველობის დროს თვალის ღერძი დაგრძელებულია ან მომატებულია რქოვანას გარსის შუქგარდამტეხი ძალა. შედეგად სხივი იკრიბება ერთ წერტილში ბადურის წინ, ხოლო ბადურაზე სურათი დაბინდულია.

 

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია)

შორსმხედველობის დროს თვალის ღერძი დამოკლებულია ან რქოვანას გარსის შუქგარდამტეხი ძალა დასუსტებულია. შუქის სხივი იკრიბება ბადურის უკან და ბადურაზე სურათი ბუნდოვნია.

ასტიგმატიზმი

ასტიგმატისზმის დროს რქოვანა სხვადასხვა სიმრუდისაა და სინათლის სხივის ფოკუსირება ბადურაზე არ ხდება ერთ წერტილში, ამიტომ გამოსახულება ბუნდოვანია.