მხედველობის კორექციის პროცედურა
მხედველობის ლაზერული კორექციის, იგივე რეფრაქციული ქირურგიის პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
პირველი ეტაპი: განაკვეთის გაკეთება
თვალის გაუტკივარება ხდება სპეციალური წვეთებით (ტოპიკური ანესთეზიით). ფემტო-ლაზერული იმპულსები ფოკუსირდება რქოვანას ზედაპირზე და ქმნის განაკვეთს. წინასწარ დაპროგრამებული კვეთის სიღრმით ლაზერული იმპულსები წარმოქმნის წყლისა და აირის მიკროსკოპულ ბუშტუკებს, რომელებიც ფართოვდება და აშრევებს რქოვანას ქსოვილს.
მეორე ეტაპი: ანათალის (Flap) შექმნა
მილიონობით უმცირესი ლაზერული იმპულსი წარმოქმნის უწყვეტ ანათალს (Flap), რომელიც ძალიან მარტივად სცილდება ქსოვილს და იკეცება უკან.
რამოდენიმე წამში ექსიმერ ლაზერის იმპულსები რქოვანას აცილებს წინასწარ განსაზღვრული სისქის შრეს, რის შედეგადაც ხდება რქოვანას სისქის კორექცია და მხედველობის აღდგენა.
ანათალი უბრუნდება თავის პირვანდელ პოზიციას და ეკვრება რქოვანას, როგორც ბუნებრივი პლასტირი.
პროცედურის დასრულებისთანავე, პირველივე დღეს, პაციენტი გრძნობს განსხვავებას და იწყებს ცხოვრებას სათვალის გარეშე!