ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პრესბიოპია

პრესბიოპია ასაკთან დაკავშირებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც თვალი კარგავს უნარს მკაფიოდ დაინახოს ახლო მანძილზე არსებული ობიექტი. როგორც წესი, პრესბიოპია გამოვლინდება 40 წლის ასაკიდან და გამოწვეულია თვალში არსებული ლინზის (ბროლის) გამკვრივებით. ამ დროს მცირდება ბროლის ელასტიურობა, რის შედეგადაც ქვეითდება ახლო მანძილზე ფოკუსირების უნარი, როგორიც არის კითხვა და ტელეფონის გამოყენება.

პრესბიოპიის სიმპტომები:
  • პატარა შრიფტის გარჩევის გართულება;
  • წარწერის თუ ტელეფონის მკაფიოდ დასანახად თვალიდან შორს გაწევის სურვილი;
  • ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის შემდგომ თვალის გადაძაბვა და თავის ტკივილი;
  • ახლო მანძილზე განთავსებული ობიექტის ყურებისას ბუნდოვანი მხედველობა.
გამომწვევი მიზეზი
პრესბიოპია ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებული ბუნებრივი პროცესია. ის დაკავშირებულია ბროლის გარშემო განლაგებული ე.წ ცილიარული კუნთების თანდათან დასუსტებით და თავად ბროლის ელასტიურობის დაქვეითებით.

მკურნალობა:
  • საკითხავი სათვალე;
  • კონტაქტური ლინზები;
  • ქირურგიული ჩარევა: ლაზიკი ან თვალშიდა ლინზის გადანერგვა.
თუ ეჭვი გეპარებათ პრესბიოპიის არსებობაში, უმჯობესია დაგეგმოთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ დიაგნოზის დაზუსტებაში და პერსონალიზებული მკურნალობის შერჩევაში.