ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის კიფოზი (ხერხემლის გამრუდება)?

კიფოზი არის ხერხემლის სიმრუდე, რაც იწვევს ზურგის ზედა ნაწილის მომრგვალებულ ფორმას. სიმრუდე რომელიც არის 60 გრადუსზე მეტი არის კიფოზის ნიშანი. ზოგჯერ კიფოზი არ იწვევს სიმპტომებს გარდა ზურგის ვიზუალური ცვლილებისა, რომელიც მოხრილი ან გამრუდებულია. თუმცა  უმეტესად კიფოზი იწვევს ზურგის ტკივილს, დაჭიმულობას, ხერხემლის სისუსტეს და დაღლილობას.

თუ გაქვთ მძიმე კიფოზი, თქვენი სიმპტომები შესაძლოა გაუარესდეს დროთა განმავლობაში, შეიძლება გაგირთულდეთ სუნთქვა და ჭამა.


რა იწვევს კიფოზს?

კიფოზის დროს ხერხემლის შუა სექცია (გულმკერდის ნაწილი) მრუდდება -  ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:
ცუდი პოზა(პოსტურალური კიფოზი) - წელში მოხრამ, სკამზე უკან გადახრამ, სიმძიმეების ტარებამ შეიძლება გაწელოს დამხმარე კუნთები და მყესები, რომლებიც გამოწევს გულმკერდის მალებს ნორმალური პოზიციიდან.
ანომალიური ფორმის მალები (შეუერმანის კიფოზი) - თუ მალები არ ვითარდება ნორმალურად, სწორ ადგილას.
საშვილოსნოში ხერხემლის ანომალიური განვითარება (თანდაყოლილი კიფოზი) - თუ რაიმე არღვევს ხერხემლის ნორმალურ განვითარებას, ორი ან მეტი ხერხემალი შეიძლება შეერწყას ერთმანეთს.


კიფოზის მკურნალობა
კიფოზის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე რამდენად გამრუდებულია ხერხემალი, ასევე გაქვთ თუ არა დამატებითი სიმპტომები, მაგალითად როგორიცაა ზურგის ტკივილი .


ბავშვები, რომელთაც აქვთ მსუბუქი კიფოზი არ საჭიროებენ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება ორგანიზმის მომწიფებისას. ასევე შესაძლებელია ხერხემლის შესწორება არაქირურგიული გზით - ზურგის სამაგრებით. კიფოზი იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას, ქირურგიული ჩარევა საჭიროა  მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას.

გართულებები

მოზარდებს, რომელთაც აქვთ კიფოზი შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული კომპლექსი მათი მდგომარეობისა და ზურგის დამჭერების ტარების გამო. ამან შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე სხვადასხვა გზით, შესაძლოა გახდეს სოციალურად ჩაკეტილი და უხალისოდ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ხშირად შეახსენეთ ბავშვს, რომ მათი მდგომარეობა დროებითია და გაუმჯობესდება.


არის თუ არა შესაძლებელი კიფოზის პრევენცია?

პოსტურალური კიფოზის პრევენცია შეილება მოხდეს პოზის ცვლილებით და ზურგის გაფრთხილებით. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დაჯდეს გამართული, თავიდან აირიდოს მძიმე სკოლის ჩანთის ტარება, რომელიც დააწვება ზურგის კუნთებს და მყესებს. ივარჯიშოს რეგულარულად რომ გაძლიერდეს ზურგი და იყოს მოქნილი. ცურვა, სირბილი და სიარული საუკეთესო აქტივობებია ზურგის პრობლემების პრევენციისთვის.


კიფოზის დიაგნოსტირება

კიფოზის დიაგნოზი როგორც წესი დგინდება ხერხემლის გამოკვლევით და რენტგენის გადაღებით.

ხერხემლის გასინჯვა - ხერხემლის გასინჯვისას თქვენი ექიმისგან მიიღებთ ვარჯიშის რეკომენდაციებს. ის განსაზღვრავს თქვენი წონასწორობა და მოძრაობის არეალი რამდენად არის დაზიანებული, რისგან არის გამოწვეული ხერხემლის გამრუდება, ცუდი პოზის თუ სტრუქტურული პრობლემის გამო.

რენდგენი და სკანირება
რენდგენის საშუალებით ვლინდება კიფოზის დიაგნოზი და გამომწვევი მიზეზი. განმეორებითი სკანირება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც იგეგმება ქირურგიული ჩარევა ან თუ გაქვთ დამატებითი სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ნერვული სისტემის დაზიანებაზე, როგორიცაა დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.

ქირურგიული ჩარევა
ოპერაცია ასწორებს ზურგის ვიზუალურ შეხედულებას და ეხმარება მტკივნეული სიმპტომების შემსუბუქებას, თუმცა ოპერაციას აქვს გართულებების მაღალი რისკი და რეკომენდებულია კიფოზის მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას, იმ შემთხვევაში როდესაც ოპერაციის შესაძლო სარგებელი გადაწონის რისკებს.

კიფოზისას ოპერაცია რეკომენდებულია თუ:

  • ხერხემლის სიმრუდე მკვეთრად გამოხატულია;
  • თუ ხერხემლის სიმრუდე იწვევს მუდმივ ტკივილს და არ კონტროლდება წამლებით;
  • თუ სიმრუდე არღვევს ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვან ფუნქციონირებას, როგორიცაა სუნთქვა და ნერვული სისტემა.