რადიოლოგიის ცენტრის ხარისხის კონტროლის პროგრამა ზუსტი დიაგნოსტიკისა და უსაფრთხოებისთვის
ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიის ცენტრში მოქმედებს ხარისხის კონტროლის პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია დიაგნოსტიკური კვლევების მაღალი სიზუსტისა და პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კვლევამდე თითოეული პაციენტი გადის წინასწარ გამოკითხვას და ანამნეზის დეტალურ შეფასებას, რის საფუძველზეც ინდივიდუალურად შეირჩევა აპარატული რეჟიმები და კვლევის პარამეტრები. ეს მიდგომა ხელს უწყობს როგორც დიაგნოსტიკური სიზუსტის მაქსიმალურ უზრუნველყოფას, ისე შესაძლო გართულებების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვას.
რადიოლოგიის ცენტრის ხარისხის კონტროლის პროგრამის ფარგლებში კლინიკაში ასევე დანერგილია კრიტიკულ შედეგებზე მყისიერი რეაგირების პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი და მძიმე შემთხვევების დროს. ისეთი დიაგნოსტიკური ცვლილებების აღმოჩენისას, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს, კლინიკური გუნდი ოპერატიულად ერთვება პაციენტის მართვაში, რათა გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას უმოკლეს დროში და მკურნალობის პროცესი დროულად დაიგეგმოს.
ხარისხის კონტროლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია რადიოლოგიური დასკვნების ქირურგიული ჩარევის შემდგომ სურათთან კორელაციის შეფასებაც, რაც კვლევების სიზუსტის მუდმივ მონიტორინგსა და დიაგნოსტიკური პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უწყვეტი სამედიცინო განათლებაც, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას, რთული კლინიკური შემთხვევების განხილვასა და ქეისებზე დაფუძნებულ სწავლებას.
რადიოლოგიის ცენტრი სრულად აღჭურვილია ახალი, ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც პაციენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტიკურ კვლევებს სთავაზობს. ხარისხის კონტროლი ნიშნავს უსაფრთხოებას, სიზუსტეს და სწორ დიაგნოზს.
ნიუ ჰოსპიტალსი - დიაგნოსტიკის თანამედროვე სტანდარტი.