სიელმე (სტრაბიზმი)
სტრაბიზმი, იგივე სიელმე არის მხედველობის პათოლოგია, როდესაც თვალი ან მონაცვლეობით ორივე თვალი, მუდმივად ან პერიოდულად გადახრილია საფიქსაციო წერტილიდან. მკურნალობის გარეშე სტრაბიზმთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ოფთალმოლოგიური გართულებები ან მხედველობის დაკარგვა.
რა იწვევს სიელმეს (სტრაბიზმს)?
სიელმის მიზეზი შესაძლოა იყოს შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, თანდაყოლილი კატარაქტა, გადატანილი ანთება, ბადურას დაავადებები, ცენტრალურ ნერვულ სისტემის მიმდინარე ან გადატანილი პათოლოგიური პროცესები.
ვინ არის სიელმის განვითარების რისკის ქვეშ?
სტრაბიზმი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიოში საშუალოდ 20-დან ერთ ბავშვს აღენიშნება. სიელმის შემჩნევა ყოველთვის მარტივი არ არის - ის შესაძლოა ჩვილობის ასაკიდან იყოს შესამჩნევი ან მოგვიანებით, სკოლამდელ ასაკში განვითარდეს.
მნიშვნელოვანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვების სკრინინგი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობლებისთვის სიელმე შესამჩნევია ან ბავშვს გააჩნია თვალის დაავადების გენეტიკური დატვირთვა.
სიელმის დროული დიაგნოსტირება
სიელმის დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობა აუცილებელია! მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგის მიერ ბავშვის მდგომარეობის დროული შეფასება, რათა არ მოხდეს მხედველობის დაკარგვა ან სხვა არასასურველი გართულებების განვითარება.
დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს და მკურნალობის გარეშე დარჩეს მხედველობისთვის საშიში ოფთალმოლოგიური დაავადებები - ჩამოყალიბდეს ზარმაცი თვალი, არ განვითარდეს ბინოკულური მხედველობა. უმეტეს შემთხვევებში ოფთალმოლოგთან ვიზიტი საკმარისია დიაგნოსტირებისთვის, მდგომარეობის შეფასებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის.
სიელმის მკურნალობა
„ნიუ ჰოსპიტალსის“ სტრაბიზმის ცენტრში შესაძლებელია სიელმის დიაგნოსტირება და მართვა, რაც მკურნალობის სწორად დაგეგმვას ითვალისწინებს.
მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიული ან ქირურგიული მეთოდებით, რაც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის გამოცდილი ექიმების მიერ იგეგმება ინდივიდუალურად, ოფთალმოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ.