ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

სინუსიტი

სინუსიტი ცხვირის დანამატი წიაღების ანთებაა. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით და ხშირად უმჯობესდება ორი ან სამი კვირის განმავლობაში. სინუსები პატარა, ჰაერით სავსე ღრუებია, რომლებიც მოთავსებულები არიან ყვრიმალების და შუბლის ძვლების უკან. სინუსების მიერ გამომუშავებული ლორწო, ჩვეულებრივ ჩამოდინდება ცხვირში, ბუნებრივი არხების საშუალებით. სინუსიტის დროს, ეს არხები იბლოკება, რადგან სინუსის ამომფენი ეპითელიუმი ანთებადი და შეშუპებულია.

 

ნიშნები და სიმპტომები

სინუსიტი ჩვეულებრივ ვითარდება, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის შემდეგ, როგორიცაა მაგალითად გაციება. თუ გქონდათ ძლიერი გაციება და გაგივითარდათ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, შეიძლება ეს სინუსიტის ნიშანი იყოს.

სინუსიტის მთავარი სიმპტომებია:

  • მწვანე ან ყვითელი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან
  • გაჭედილი ცხვირი
  • ტკივილის და დაჭიმულობის შეგრძნება  სახის არეში
  • სინუსური თავის ტკივილი
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე)  38°C და მეტი
  • კბილის ტკივილი
  • ყნოსვის გაუარესება ან სრული გაქრობა

ბავშვები, სინუსიტის დროს შეიძლება იყვნენ გაღიზიანებულები, სუნთქავდნენ პირიდან და უჭირდეთ ჭამა. მათი მეტყველება შეიძლება იყოს გაგუდული (თითქოს არიან გაციებულები). სინუსიტის სიმპტომები გაივლის რამდენიმე კვირის განმავლობაში (მწვავე სინუსიტის დროს), თუმცა იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს სამ თვეზე მეტ ხანსაც (ქრონიკული სინუსიტი).

 

რა იწვევს სინუსიტს?  

ვირუსული ინფექცია სინუსიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ის ძირითადად გაციების ან გრიპის შემდეგ ვითარდება, როდესაც ვირუსები სინუსებში ზედა სასუნთქი გზებიდან ხვდებიან. ბაქტერიული ინფექციით სინუსიტის მხოლოდ მცირე რაოდენობით შემთხვევები ფიქსირდება. იშვიათად სინუსების ანთება შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაინფიცირებამ, ან სოკოვანმა ინფექციამაც. არ არის ცნობილი რა იწვევს ქრონიკულ სინუსიტს (როდესაც სინუსიტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება), მაგრამ ის ასოცირებულია:

  • ალერგიებთან და მასთან დაკავშირებულ მდგომარეობებთან, მათ შორის ალერგიულ რინიტთან, ასთმასთან და  თივის ცხელებასთან
  • ცხვირის პოლიპებთან (ცხვირში წამონაზარდები)
  • სიგარეტის მოწევასთან
  • შესუსტებულ იმუნურ სისტემასთან

სინუსიტის გართულებები

სინუსიტების გართულებები ბავშვებიში უფრო ხშირია ვიდრე დიდებში. თუ თქვენს შვილს აქვს სინუსიტი და ლოყის ძვლების გარშემო ადგილი, ან ქუთუთოები შეუსივდა, ეს შეიძლება იყოს კანის, ან რბილი ქსოვილების, ან თუნდაც თვალის ირგვლივი ქსოვილების ინფექციების შედეგი. თუ აღნიშნულ სიმპტომებს შენიშნავთ თქვენს შვილს, წაიყვანეთ მის პირად ექიმთან, რომელიც მიმართვას მოგცემთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ სიმპტომები მსუბუქად არის გამოვლენილი და უმჯობესდება თანდათანობით, არ დაგჭირდებათ ექიმთან ვიზიტი და მკურნალობას სახლის პირობებშიც შეძლებთ.

მაგრამ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • სიმპტომები მწვავეა ან უარესდება
  • სიმპტომებმა არ დაიწყო შემსუბუქება დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში
  • ხშირად გიმეორდებათ სინუსიტის ეპიზოდები.

ექიმი შეეცდება დიაგნოზის დასმას, სიმპტომებზე დაკვირვების შედეგად და ცხვირის შიგნიდან გამოკვლევით. თუ აღინიშნება მწვავე ტიპის, განმეორებითი სინუსიტები, ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან, დამატებითი გამოკვლევებისთვის.


სინუსიტის მკურნალობა

სინუსიტის მქონე ადამიანების უმეტესობა, გამოკეთდება ორი-სამი კვირის განმავლობაში და თავის მოვლას სახლის პირობებშიც შეძლებენ.

სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია:

  • ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლებით, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი
  • ცხვირის გამხსნელი საშუალებებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება ერთ კვირაზე მეტ ხანს, რადგან შეიძლება გააუარესოს პრობლემები
  • თბილის საფენების დადებით სახეზე
  • მარილიანი ხსნარის საშუალებით, ცხვირის შიგნიდან რეგულარული გამორეცხვით. გამოსარეცხი ხსნარი შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოამზადოთ, ან შეიძინოთ აფთიაქში. ამ პროცედურის შესრულებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომ დეტალურად აგიხსნათ თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და ასევე წაიკითხეთ მწარმოებლის ინსტრუქცია ხსნარის შეძენისას.

თუ თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდება შვიდი დღის შემდეგ, ან თუ სინუსიტი ისევ შეგიბრუნდებათ, მიმართეთ ექიმს. ძალიან მძიმე სინუსიტის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია სინუსების ფუნქციური მდგომარეობისა და ჩამოდენის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ოპერაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ მკურნალობის სხვა გზები არაეფექტური აღმოჩნდება. 

 

ქირურგია

თუ სიმტომები არ გაუმჯობესდება ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ და კვლავ აღიშნება სინუსებთან დაკავშირებული პრობლემები, ამ დროს შეიძლება რეკომენდირებული იყოს წიაღების ფუნქციური ენდოსკოპიურიქირურგია. ეს პროცედურა საჭირო არის სინუსებიდან ლორწოს დრენაჟის  გასაუმჯობესებლად.