თავის ტკივილი
თავის ტკივილის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა შესაძლებელია გამოვყოთ სამი ძირითადი ფორმა, ესენია:
- მოჭერითი (დაძაბულობის) ტიპის თავის ტკივილი
- შაკიკი
- კლასტერული თავის ტკივილი
მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი
თავის ტკივილის სახეობებს შორის ყველაზე გავრცელებული - მოჭერითი ტიპის თავის ტკივილია, რომელსაც „ჩვეულებრივ“ თავის ტკივილად მივიჩნევთ. ასეთ დროს შესაძლებელია ვგრძნობდეთ მუდმივ ტკივილს თავის ორივე მხარეს, კისრის კუნთების დაჭიმულობას და წნევას, თვალების უკან მიდამოში. ჩვეულებრივ, ასეთ დროს ტკივილი ძლიერი არ არის და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ აქტივობაში ხელს არ გვიშლის. როგორც წესი, ტკივილი 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს.
ადამიანთა უმეტესობას გამოუცდია მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი. ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს და განსაკუთრებით გავრცელებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლებშია. მას ქრონიკული ტიპის თავის ტკივილი ეწოდება.
რა იწვევს მოჭერითი(დაძაბულობის) ტიპის თავის ტკივილს?
ამ ტიპის თავის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ცნობილია კონკრეტული მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიც არის:
- სტრესი და გაღიზიანება
- სიელმე
- ცუდ პოზაში დგომა ან ჯდომა
- დაღლილობა
- დეჰიდრატაცია
- საკვების გამოტოვება
- ფიზიკური აქტივობის დაკარგვა
- ძლიერი სინათლე
- ხმაური
- კონკრეტული სურნელი
მოჭერითი (დაძაბულობის) ტიპის თავის ტკივილი ცნობილია პირველადი თავის ტკივილების სახელით, რაც ნიშნავს, რომ ის არაა გამოწვეული სხვა დაავადებით.
თავის ტკივილი - მკურნალობა და პრევენცია
მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა და ჩვეულებრივ, მისი მკურნალობა ტკივილგამაყუჩებლების მიღებით ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებით ხდება: რეგულარული ვარჯიში და დასვენება მნიშვნელოვანია სტრესისა და დაძაბულობის შესამცირებლად. ასევე, თბილი საფენების დადება შუბლზე და კისერზე დაგეხმარებათ მოიშოროთ სტრესთან დაკავშირებული თავის ტკივილი. სწორად ჯდომისა და დგომის ჩვევებიც, ასევე დეჰიდრატაციის თავიდან აცილება.
როდისა არის საჭირო სპეციალისტთან ვიზიტი?
სპეციალისტთან ვიზიტი საჭირო ხდება მაშინ, თუ ტკივილი კვირაში რამდენჯერმე მეორდება.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ:
- თავი აგტკივდათ მოულოდნელად და არ ჰგავს მანამდე არსებულ შემთხვევებს
- თან დართული აქვს დაჭიმულობა კისერში, ცხელება, გულისრევა, პირღებინება და დაბნეულობა
- მოჰყვება რაიმე შემთხვევას, განსაკუთრებით თავის დაზიანებას
- თან სდევს სისუსტე, უმოძრაობა, საუბრის გართულება
შაკიკი
შაკიკი გამოიხატება თავის ინტენსიური, საშუალო ან ძლიერი ტკივილით, რომელიც იგრძნობა პულსირებული (მფეთქავი) სახით, თავის ერთ-ერთ მხარეში.
შესაძლებელია თანდართული იყოს სხვა სიმპტომებიც, ესენია:
- გულისრევა
- პირღებინება
- გაზრდილი მგრძნობელობა ხმასა და სინათლეზე
გამონაკლის შემთხვევებში შაკიკი შეიძლება გამოიხატოს ისეთ სიმპტომებში, როგორიცაა ოფლიანობა, სუსტი კონცენტრაცია, ცხელება ან ციება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
შაკიკი გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით მდედრობით სქესის წარმომადგენლებში. დაავადება ძირითადად სიყმაწვილის პერიოდიდან იწყება.
შაკიკის ფორმები
არსებობს შაკიკის რამდენიმე ფორმა:
- შაკიკი აურით - რომლის დროსაც შაკიკი იწყება გამაფრთხილებელი ნიშნებით, როგორიც არის მოციმციმე სინათლის გამოსახულება
- შაკიკი აურის გარეშე - რომლის დროსაც შაკიკი იწყება გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე
- შაკიკის აურა თავის ტკივილის გარეშე, ასევე ცნობილია როგორც ჩუმი შაკიკი. ასეთ დროს პაციენტს აქვს შაკიკის სხვა სიმპტომები, თუმცა მას არ აწუხებს თავის ტკივილი.
შაკიკის გამომწვევი მზეზები
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს რამოდენიმე ვერსია - სისხლძარღვოვანი დაავადებები, ნეიროდინამიური დარღვევები და სხვა.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- ჰორმონალური
- ემოციური
- ფიზიკური
- კვება
- გარემო და სხვა.
მკურნალობა და პრევენცია
შაკიკის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მისი შეტევების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და თავიდან არიდებაა. შაკიკის მკურნალობა წარმატებულია თუ კი შეტევებისა და ტკივილის ინტენსივობა მცირდება (რამდენიმე თვეში, ერთი შეტევა).
თუ ფიქრობთ, რომ იცით გამომწვევი მიზეზი, მაგალითად სტრესი ან გარკვეული საკვების მიღება, მათგან თავის არიდებამ, შესაძლოა შეამციროს შაკიკის შეტევის რისკები. ასევე, შესაძლოა დაგეხმაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს: რეგულარულ ვარჯიშს, ძილსა და სწორ კვებას, კოფეინისა და ალკოჰოსლი შემცირებას. ასევე, დარწმუნდით, რომ თქვენი სხეული არ არის დეჰიდრირებული.
როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?
აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, თუ გაქვთ შაკიკის ხშირი ან მძიმე სიმპტომები (თვეში 5 დღეზე მეტად). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გაკონტროლება შეგიძლიათ მედიკამენტებით, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რადგან პრევენციული მკურნალობის შედეგად, შესაძლოა აიუმჯობესოთ მდგომარეობა. შაკიკის მკურნალობისთვის ასევე გამოიყენება ბოტოქსის ინექციები- ბოტულინოთერაპია.
კლასტერული თავის ტკივილი
კლასტერული თავის ტკივილი, ძლიერი შეტევითი ტკივილით ხასიათდება. მოულოდნელად იწყება და ვლინდება უფრო ძლიერი ტკივილით, ვიდრე შაკიკის ან სხვა თავის ტკივილის შემთხვევაში. კლასტერული ეწოდება, რადგან დღეში 2,3 -ჯერ შეტევითი ხასიათი აქვს, კვირის ან თვის განმავლობაში. შეტევის შემდეგ, თავისუფალი ინტერვალი კი ზოგჯერ, ერთ წელსაც აღემატება.
კლასტერული თავის ტკივილის ტიპები
არსებობს კლასტერული თავის ტკივილის ორი ტიპი:
- ეპიზოდური - თავის ტკივილის შემოტევებს შორის არის თავისუფალი პერიოდი, რომელიც შესაძლებელია 1 თვეზე მეტხანს გარძელდეს
- ქრონიკული - თავის ტკივილის შემოტევებს შორის 1 თვეზე ნაკლები პერიოდია
კალსტერული თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ცნობილი არ არის კლასტერული თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები, თუმცა არსებობს რამოდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი:
- ალკოჰოლის მიღება თავის ტკივილის პერიოდში
- ტემპერატურის ზრდა
- საინჰალაციო ნიტროგლიცერინის მიღება
კლასტერული თავის ტკივილი იშვიათი მდგომარებაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა სტატისტიკურად რისკის ქვეშ, მწეველი მამაკაცები არიან.
დამატებითი სიმპტომები
კლასტერული თავის ტკივილი ასოცირდება ერთ ან რამდენიმე სიმპტომთან:
- თვალის შეშუპება და ანთება
- წარბის შეშუპება და ჩამოვარდნა
- თვალის გუგის შევიწროება, შეტევის დროს
- თვალის დაცრემლიანება
- სახეზე ოფლიანობა
- ცხვირში გაჭედვა ან ჰიპერსეკრეცია
კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობა
კლასტერული თავის ტკივილი ძლიერი ტკივილით ხასიათდება, თუმცა იგი არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ტკივილის გაყუჩება მედიკამენტური მკურნალობით ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი საჭიროა პრევენციული მკურნალობა.
კლასტერული თავის ტკივილის გაყუჩება ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით შეუძლებელია, შეტევის დროს უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. თუ კლასტერული თავის ტკივილი 3 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, საჭიროა პრევენციული მკურნალობა, რაც სპეციალისტის მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება.