თვალღიაობა
რა არის თვალღიაობა?
თვალღიაობა, იგივე ლაგოფთალმი არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ქუთუთოების დახურვას ანუ თვალის ბოლომდე დახუჭვას.
რა იწვევს თვალღიაობას?
თვალღიაობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ინსულტი ან სახის ნერვის პარეზი (დამბლა). ასევე, თვალღიაობა შესაძლოა განვითარდეს თვალის ტრავმის შემდგომ პერიოდში, რომლის დროსაც თავს იჩენს ისეთი გართულებები, როგორიცაა მშრალი თვალის სინდრომი, რქოვანას ანთება (კერატიტი), რქოვანას წყლული, რქოვანას პერფორაცია და სხვ.
თვალღიაობის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით
ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხელმისაწვდომია თვალღიაობის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომელიც ქირურგიული ჩარევის გარეშე პაციენტს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გართულებები, ასევე უნარჩუნებს მხედველობას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
თვალღიაობის მკურნალობა ქირურგიული მეთოდით - ბლეფარორაფია
ზემოთ აღნიშნული გართულებების გამოვლენამდე, მათი თავიდან აცილების მიზნით ან დაავადების საწყის ეტაპზე, როდესაც პაციენტს აღენიშნება მაღალი მხედველობა და არ ვლინდება ცვლილებები რქოვანაზე, შესაძლებელია ჩატარდეს ბლეფარორაფია (ზედა და ქვედა ქუთუთოს ერთად დაფიქსირება). აღნიშნული პროცედურა პაციენტს უქმნის დისკომფორტს, როგორც არსებული მხედველობის, ასევე შრომისუნარიანობის შეზღუდვის მხრივ და ამიტომაც თვალღიაობის მკურნალობა ინოვაციური მეთოდით მეტად ეფექტურია. ინოვაციური პროცედურა ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ აღენიშნება გართულებები რქოვანაზე.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190