ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ვიტრეორეტინული ქირურგია

ვიტრეორეტინული ქირურგია გულისხმობს ნებისმიერ ქირურგიულ მკურნალობას, რაც გამოიყენება იმ დაავადებათა სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ბადურასთან და მინისებრი სხეულის შემღვრევასთან. მხედველობის დარღვევების აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მინისებრი სხეულის დეგენერაციას, ბადურის ჩამოცლას და დიაბეტურ რეტინოპათიას.


ბადურისა და ბროლის დაავადებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც ზოგიერთი დაავადება უფრო ხშირი და ადვილად განკურნებადია, ხოლო ზოგი რთულად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ბადურისა და ბროლის სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია მედიკამენტოზურად, ლაზერული ფოტოკოაგულაციით ან/და ქირურგიული ოპერაციის საშუალები. მედიკამენტოზური მკურნალობა გულისხმობს ავასტინის თვალის ინექციებს მაკულური დეგენერაციის, დიაბეტური რეტინოპათიისა და რეტინალური სისხლძარღვოვანი ოკლუზიისთვის.


ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვიტრეორეტინული დარგის სპეციალისტი ოფთალმოლოგები ახდენენ ბადურის დაავადებების დიაგნოსტიკას და პაციენტებისთვის არჩევენ ინდივიდუალურად მათზე მორგებულ მკურნალობას ან ქირურგიულ პროცედურას, რათა შეაჩერონ დაავადების პროგრესი ან სრულად განკურნონ პაციენტი და დაიცვან მხედველობის დაკარგვისგან. რქოვანასა და ბროლის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის დროს სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ, რათა პაციენტებს მიაწოდონ სამკურნალო პროცედურების სრული გეგმა დიაგნოსტირებიდან მკურნალობის დასრულებამდე. დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სამედიცინო აპარატურით.

 

ფართოდ გავრცელებულ ვიტრეორეტინულ დაავადებებს მიეკუთვნება:


კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190