ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ყბა-სახის „ტკაცუნა სახსარი“

რა არის ყბა-სახის „ტკაცუნა სახსარი“?

ყბა-სახის „ტკაცუნა სახსარი“ შესაძლოა იყოს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართროზოართრიტის ან ქრონიკული ართრიტის ნიშანი. ტკაცუნის ხმა წარმოიქმნება, როდესაც სინოვიალურ სითხეში გროვდება დიოქსიდის ნახშირწყლის გაზი და მოძრაობის შედეგად დაგროვილი გაზის ბუშტი სკდება. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი შედგება კუნთებისა და მყესებისგან, ასევე ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურებისგან. ეს სახსარი გამოირჩევა მოძრაობის სიხშირით და საკმაოდ ხშირად იღებს სხვადასხვა დაზიანებას. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს სხვადასხვა დაავადებები და პათოლოგიები ახასიათებს და მათ შორის ყველაზე გავრცელებული „ტკაცუნა სახსარია“.

რა სიმპტომები ახასიათებს ყბა-სახის „ტკაცუნა სახსარს“?

ეს დაავადება ადამიანებისთვის საკმაოდ მტკივნეულია და მისი სიმპტომები მოიცავს ტკივილს, ხმაურს, ხრაშუნს ან ტკაცუნს ყბის მოძრაობის და ღეჭვის დროს. დაავადებას ასევე ახასიათებს ყბის მოძრაობის შეზღუდვა და ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა სხვადასხვა ორგანოებს თავის არეში.

რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი?

ყბა-სახის „ტკაცუნა სახსარი“ შესაძლოა გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებით. მაგალითად, კუნთების დაძაბვის შედეგად მიღებული ტრავმა, თანკბილვის დარღვევა, სისხლმომარაგების პრობლემა და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც კი. რაც შეეხება ტკივილს, იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს სახსრის ტრავმისგან ან მისი სტრუქტურების დაზიანებისგან.

როგორ ხდება ყბა-სახის „ტკაცუნა სახსრის“ დიაგნოსტირება?

„ტკაცუნა სახსრის“ დიაგნოსტირებისთვის საჭიროა რადიოლოგიური კვლევის ჩატარება, კერძოდ რენტგენით ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით.

ყბა-სახის „ტკაცუნა სახსრის“ მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს?

დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია პრევენციული ხასიათის რეკომენდაციების მიღება, რაც დაზოგავს სახსარს და შეაფერხებს დაავადების გამწვავების პროცესს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, გამოსავალი მედიკამენტოზური მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევაა.


ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, როდესაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურად ჩაითვლება. პროცედურა გულისხმობს ყბა-სახის სახსრის „ტკაცუნის“ აღმოფხვრას მისი სტრუქტურების ურთიერთდამოკიდებულის აღდგენის გზით.