დერმატოლოგია
დერმატოლოგია
ნიუ ჰოსპიტალსში ხელმისაწვდომია მაღალხარისხიანი დერმატოლოგიური მომსახურება ბავშვთა და მოზრდილთათვის. ნიუ ჰოსპიტალსის დერმატოლოგები პაციენტებს სთავაზობენ საუკეთესო კონსერვატულ და ქირურგიულ მომსახურებას კანის, რბილი ქსოვილების, თმისა და ფრჩხილების დაავადებების დროს.
მომსახურების სფეროები
- ზოგადი დერმატოლოგია
- ქირურგიული დერმატოლოგია
- პედიატრიული დერმატოლოგია
- კანის სიმსივნეები (სკრინინგი და მკურნალობა)
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
- დერმატოვენეროლოგია
დიაგნოსტიკა
კანის ჯანმრთელობას ხშირად განსაზღვრავენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მზის სხივები, ჰორმონული სტატუსი, გენეტიკა, არსებული თუ შეძენილი შინაგანი დაავადებები. ნიუ ჰოსპიტალსში ხელმისაწვდომია დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მომსახურების სრული სპექტრი:
- აკნე
- ეგზემა
- ფსორიაზი
- მეჭეჭები
- კანის სიმსივნეები
- მელანომა
- სებორეა
- როზაცია
- ალოპეცია (თმის ცვენა)
- კონტაქტური დერმატიტი
- პიგმენტური ლაქები
- კანის ინფექციები
- კანის ანთებითი დაავადებები
- ჰიდრადენტიტი
- სკლეროდერმა
- რეაქცია მედიკამენტებზე
- ვენერიული დაავადებები (ქლამიდიოზი, გონორეა, კანდიდიაზი, ჰერპესი, სიფილისი, ურეაპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ტოქსოპლაზმოზი)
- კანის, თმის და ფრჩხილების სხვა დაავადებები
ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობა
ნიუ ჰოსპიტალსის მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ექიმები და სამედიცინო პერსონალი ახორციელებს დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას კონსერვატული და ქირურგიული მეთოდებით:
- ნაწიბურები
- კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები
- მეორადი სიმსივნეები
- კარცინომას მეტასტაზები
- აბსცესები
- ფურუნკულები
- კარბუნკულები
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
- კანის ტრავმატული დაზიანებები
- ლიმფური ჯირკვლების დაავადებები
- ალერგია
- უცხო სხეულები