"ნიუ ჰოსპიტალსში" გვჯერა, რომ თანამედროვე მედიცინის განვითარება მეცნიერებაზე, ინოვაციასა და ადამიანების აქტიურ ჩართულობაზე დგას. სწორედ ამიტომ, ჩვენს კლინიკაში მიმდინარე სამედიცინო კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვთავაზობთ როგორც ექიმებს და ჯანდაცვის სპეციალისტებს, ასევე პაციენტებს.
ექიმებისთვის
თუ გსურთ ჩაერთოთ სამეცნიერო და კლინიკურ კვლევებში, გაიღრმაოთ პროფესიული გამოცდილება და გახდეთ თანამკვლევარი თანამედროვე სამედიცინო პროექტებში — შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
კვლევებში მონაწილეობა საშუალებას გაძლევთ:
- იმუშაოთ მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად
- მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური მეთოდებისა და მკურნალობის განვითარებაში
- ჩაერთოთ საერთაშორისო სტანდარტების კვლევით პროცესებში
პაციენტებისთვის
კვლევაში მონაწილეობა პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას:
- მიიღონ წვდომა თანამედროვე სამედიცინო მეთოდებსა და დაკვირვებაზე
- ჩაერთონ ახალი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური მიდგომების შეფასებაში
- გახდნენ მედიცინის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი
ყველა კვლევა ტარდება ეთიკური და კლინიკური უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
შეავსეთ განაცხადი და გახდით სამედიცინო პროგრესის ნაწილი.
გადადი ფაილზე, გაეცანი კვლევებს, შემდეგ დარეგისტრირდი