ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კლინიკური კვლევები

კლინიკური კვლევების დეპარტამენტი

კლინიკური კვლევების დეპარტამენტი „ნიუ ჰისპიტალს“-ში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. დეპარტამენტში წარმოდგენილია 12 მთავარი მკვლევარი, 15 უმცროსი მკვლევარი, კვლევის 7 გამოცდილი კოორდინატორისგან შემდგარი ჯგუფი, ფარმაცევტები, ექთნები და კლინიკური კვლევებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური დახმარება; ასევე საკონფერენციო დარბაზი უსადენო ინტერნეტით და ყველა IT მოწყობილობით. კლინიკური კვლევებისთვის განკუთვნილი ოთახები აღჭურვილია ყვეელა საჭირო ინვენტარით: საკეტიანი შესანახი კარადები, საბეჭდი, კოპირების და სკანირების მოწყობილობები.                                     


CRA-ს და ფარმაცევტების სამუშაო ოთახები იზოლირებულია. ასევე იზოლირებულია საკვლევი პაციენტების გასასინჯი ოთახები. კლინიკურ კვლევასთან დაკავშირებული მასალების არქივი ხელმისაწვდომია და აღჭურვილია მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად.                                              

კლინიკური კვლევის დეპარტამენტში წარმოდგენილია სამი  +4-8C მაცივარი, ასევე ორი  -70C მაცივარი, გაცივებული ცენტრიფუგები, ინკუბატორები, 12-არხიანი ელექტროკარდიოგრაფი,  სპირომეტრული ტესტების და ექოკარდიოგრაფიის უახლესი სისტემა და სხვა.  კვლევაში გამოყენებული ყველა მოწყობილობა არის დაკალიბრებული და გააჩნია ყველა საჭირო სერტიფიკატი.                             


კლინიკური კვლევების დეპარტამენტს ჩატარებული აქვს ბევრი კლინიკური კვლევა შემდეგი მიმართულებით: ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, კარდიოლოგია, დერმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, გინეკოლოგია, ზოგადი თერაპია, ანგიოგრაფია,  კარდიოქირურგია, ზოგადი და სხვა ტიპის ქირურგია.


„ნიუ ჰისპიტალსში“ ფუნქციონირებს ადგილობრივი ეთიკის კომიტეტი, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას და მოქმედებს SOP-ის ფარგლებში,  ეთიკის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.