ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პროფილაქტიკური კვლევები

სრული სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევის პროგრამა | Health Checkup
Check Up
 არის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უნიკალური გამოკვლევა, რომელიც ემსახურება  ავადმყოფობის დიაგნოსტირებას კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე. 

ვის სჭირდება Check Up?

Check Up განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა. Check Up იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს დაძაბული და სტრესული სამუშაო - მაგალითად: მენეჯერებისთვის, ბიზნესმენებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ჯანმრთელობას და სურს ჰქონდეს სრულფასოვანი და ხანგრძლივი სიცოცხლე.

რა კვლევებს მოიცავს Check Up?

  • ლაბორატორიული კვლევები: ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, სისხლის სრული ბიოქიმიურ კვლევა, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციები, ლიპიდურ სპექტრი, ჰორმონები, ონკომარკერები, ვირუსული ჰეპატიტები და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების კვლევა.
  • ინსტრუმენტული კვლევები: ყველა ორგანოთა სისტემის ექოსკოპია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიული კვლევა; სრული კარდიოლოგიური კვლევები.
  • ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები: კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, უროლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაციები.
  • ონკო-სკრინინგი: საჭიროების მიხედვით, პროფილაქტიკური კვლევების პაკეტს ემატება მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, უახლესი, 3T სიმძლავრის ტომოგრაფით.

როგორ ტარდება Check Up?

ყველა გამოკვლევა ტარდება ერთი დღის განმავლობაში. თარიღი განისაზღვრება წინასწარ შეთანხმებით.

როგორ დასრულდება Check Up?

შემაჯამებელ წერილობით დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღებთ კვლევების დასრულებიდან 1 კვირის ვადაში.

Check Up ვიზიტის დასაგეგმად და თქვენთვის სასურველი დროის შესარჩევად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტით: checkup@newhospitals.ge ან ტელეფონის ნომერზე 2 190 190