სისხლის ბანკი
ნიუ ჰოსპიტალსში ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სისხლის ბანკის, ტრანსფუზიოლოგიისა და აფერეზის განყოფილება ფუნქციონირებს, სადაც ხდება სისხლის კომპონენტების დამზადება, ღეროვანი უჯრედების დამუშავება და უახლესი სისტემის კრიოსაცავში შენახვა შემდგომი გამოყენებისათვის.
სერვისები:
- დონორული სისხლის აღება
- სისხლის კომპონენტების წარმოება
- სამკურნალო ციტაფერეზი
- თრომბოციტაფერეზი
- ერითროციტაფერეზი
- პლაზმაფერეზი
- ღეროვანი უჯრედების აფერეზი
- ღეროვანი უჯრედების გაყინვა
- სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია
აღჭურვილობა:
- TERUMO-ს ფირმის, ამერიკული წარმოების OPTIA და TRIMA აპარატები გამოიყენება ციტაფერეზის წარმოებისთვის (ერითროციტების, თრომბოციტების, ღეროვანი უჯრედების და პლაზმის დასამზადებლად).
- ავსტრიული წარმოების HAEMONETICS- PCS გამოიყენება სამკურნალო და საწარმოო პლაზმაფერეზისათვის.
- TERUMOS -ს ფირმის საწოლები, პლაზმაექსტრაქტორები, სტერილური გადასაბმელი, სწრაფშემდუღებელი და ჩასაწნეხი საშუალებები გამოიყენება არააპარატული წესით აღებული დონორული სისხლის გადასამუშავებლად.
- TERMOFISHER-ს ფირმის ცენტრიფუგები
- სისხლის შესანახად გამოიყენება SELEQTA, KIRSCH, ESCO- ს საყინულე მაცივრები, WORTHINGTON-ის და SY-LAB-ის აზოტის მაცივრები