"> „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

4 დეკემბერი 2023

„ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2 დეკემბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ძალისხმევით მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა და არაერთ აქტუალურ მოხსენებას უმასპინძლა.


კონფერენციის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა ოფთალმოლოგებმა ისაუბრეს დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე. ღონისძიება გახსნეს „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, პროფესორმა ივა ბერაძემ და „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ოფთალმოლოგმა, „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ პრეზიდენტმა, პროფესორმა ოლეგ გოლოვაჩოვმა.


      

მოხსენებებით წარდგნენ ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტები.

  • თ. ქარდავა, მედიცინის დოქტორი, ორბიტალური ჰემანგიომის კონსერვატიული მკურნალობა ბავშვთა ადრეულ ასაკში
  • ე. ბრეგვაძე, პ. შოთაძის აკადემიის ასოც. პროფ, ტრანსკანალიკულური დიოდ ლაზერით და ენდოსკოპით ენდონაზალური დაკრიოცისტორინოსტიმიის შედეგები საქართველოში
  • ბ. დრნოვსეკი, პროფესორი, თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ოკულიოპლასტიკაში
  • მ. ნაიქი, მედიცინის დოქტორი, თიროიდული თვალის ქირურგიული მკურნლობა
  • რ. ალენი, მედიცინის დოქტორი, ზედა და ქვედა ქუთუთოს რეკონსტრუქციული ქირურგია
  • ო. გოლოვაჩოვი, პროფესორი, მ. გოლოვაჩოვა, მედიცინის დოქტორი, გართულებები გლაუკომის ქირურგიაში
  • ი. ჭაფანძე, მ. მაკრახიძე, თვალის კაკლის ტრავმული დაზიანება, პირველადი ქირურგიული დამუშავება, კლინიკური შემთხვევების განხილვა
  • ი. აბულაძე, ქ. მემანიშვილი, გ. ბუხრაშვილი, საქართველოს დღენაკლთა რეტინოპათიის 15 წლიანი საქმიანობის შეჯამება
  • გ. ქამუშაძე, წინა სეგმენტის არაინფექციური, ანთებითი რეაქცია, TASS
  • კ. ბარტონი, პროფესორი, სადრენაჟო მოწყობილობების ქირურგიის ევოლუცია
  • მ. ჰაულინა, პროფესორი, ოპტიკური ნეიროპათიის დიაგნოსტიკური მიდგომები
  • გ. პეტრიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ნატალია მაღლაკელიძე, მედიცინის დოქტორი, მზია გოსიაშვილი, არაკომპენსირებული გლაუკომის მკურნალობის მიდგომები
  • შ. თადუმაძე, მხედველობის ნერვის ღრმულთან ასოცირებული მკულოპათიის მკურნალობა ადამიანის ამნიონის მემბრანის გამოყენებით
  • მ. სპეჩკაუსკასი, მედიცინის დოქტორი, ღირს თუ არა ტერსონის სინდრომის დროს პარს პლანა ვიტრექტომიის გამოყენება
  • ხ. ალიო სანზ, მედიცინის დოქტორი, რქოვანას რეგენერაცია დისტროფიული დაზიანების დროს
  • ო. გოლოვაჩოვი, პროფესორი, მ. გოლოვაჩოვა, მედიცინის დოქტორი, კვებითი ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული მწვავე, ბილატერალური დახურულკუთხიანი გლაუკომის შეტევა, კლინიკური შემთხვევის განხილვა



მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მიკროქირურგიის მეთოდების ფუძემდებლის, პროფესორ ჯიმშერ ანთელავას დაბადებიდან 95 წლისთავს მიეძღვნა. „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ მიერ გამართული კონფერენცია ტრადიციულად საინტერესო სამეცნიერო შეკრებებით გამოირჩევა, აერთიანებს წამყვანი ოფთალმოლოგების მოხსენებებს და წარმოადგენს ცოდნის გაზიარების უნიკალურ პლატფორმას.