ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

14 სექტემბერი 2023

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის ექიმებისთვის აკრედიტებული კურსი ჩატარდება

27-28-30 სექტემბერს „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო, აკრედიტებული კურსი „ჰემოდინამიკა და მისი დარღვევა, ვოლემია და მისი კორექცია.სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია”, რომელსაც გაუძღვება „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინისა და ანესთეზიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი; ასევე ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გვანცა მჭედლიშვილი.


აღნიშნული კურსი სამ დღეს გრძელდება და განკუთვნილია ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის სერტიფიცირებული ექიმებისთვის. კურსს მინიჭებული აქვს აკრედიტაციის 18 ქულა და მისი დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის ღირებულება 330 ლარია და რეგისტრაციისთვის საჭიროა დაკავშირება ნომერზე 514 107788. კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 20 სექტემბრის ჩათვლით. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება - მედიცინის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნითა და უნარებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი უზრუნველყოფა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განუყოფელი ნაწილია და უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“.