აორტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები – დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“
აორტის და პერიფერიული არტერიების დაავადებები გულისა და სისხლძარღვთა სისტემის იმ პათოლოგიებს მიეკუთვნება, რომლებიც არღვევს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ორგანიზმში. აორტა წარმოადგენს ყველაზე დიდ არტერიას, რომლის სტრუქტურული ან ფუნქციური დაზიანება პირდაპირ აისახება მთლიან სისხლის მიმოქცევაზე. პერიფერიული არტერიები პასუხისმგებელია ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებაზე, ხოლო მათი დაზიანება იწვევს სისხლის ნაკადის დარღვევას და ორგანიზმის მომარაგებას აუცილებელი ნივთიერებებით. ორივე დაავადებათა ჯგუფი მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა ფართო სპექტრს და თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება.
აორტისა და პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები მრავალფეროვანია და განსხვავდება გამომწვევი მიზეზებით, მიმდინარეობითა და კლინიკური გამოვლინებებით. აორტის ძირითადი პათოლოგიებია აორტის ათეროსკლეროზი, ანევრიზმა, განშრევება, სარქველის სტენოზი, რეგურგიტაცია, კოარქტაცია და აორტიტი. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები მოიცავს როგორც არტერიულ, ისე ვენურ დაზიანებებს, მათ შორის პერიფერიულ არტერიების დაავადებას, პერიფერიული არტერიების ანევრიზმებს, ვარიკოზულ ვენებს, ვასკულიტს, ბიურგერის დაავადებას, პერიფერიული არტერიების თრომბოემბოლიას და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს.
ამ პათოლოგიების განვითარებას განაპირობებს სხვადასხვა რისკ-ფაქტორი, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი, დიაბეტი, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, მჯდომარე ან ხანგრძლივი დგომის რეჟიმი, ტრავმა, ოპერაციები, რადიაციული ჩარევა, ინფექციები და სხვა ქრონიკული ან ანთებითი პროცესები. პროფილაქტიკური გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ჩარევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გართულებების თავიდან აცილებასა და სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შესანარჩუნებაში.
ექიმმთან ჩასაწერად შეავსეთ ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.