ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

25 ნოემბერი 2025

დასაქმდი ნიუ ჰოსპიტალსში

„ნიუ ჰოსპიტალსი“ არის თანამედროვე, მრავალპროფილურიკლინიკა, რომელიც 2011 წლიდან უზრუნველყოფს ფართო სამედიცინო სერვისებს თბილისის მასშტაბით. კლინიკა გამოირჩევა ძლიერი ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, მრავალწლიანი გამოცდილებით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით. დღეისათვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დასაქმებულია 1650-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან როგორც ამბულატორულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს.

 

კლინიკის საქმიანობა დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომაზე. „ნიუ ჰოსპიტალსი“ თანამშრომლებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო პირობებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, უწყვეტი განათლების პროგრამებსა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს. კლინიკის პრიორიტეტია: ძლიერი, განვითარებაზე ორიენტირებული, სამედიცინო გუნდის ფორმირება.