ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ასთმა

ასთმა არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს სასუნთქი გზების შევიწროებით, შეშუპებითა და ლორწოს წარმოქმნის გაძლიერებით. ეს კი შედეგად იწვევს ხველას, სუნთქვის გაძნელებას და შემოკლებას, მსტვინავ  სუნთქვას ამოსუნთქვის ფაზაში. ზოგიერთ ადამიანში ასთმა ნაკლები ჩივილებით ვლინდება. სხვებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს, გავლენას ახდენს ყოველდღიურ აქტივობაზე და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ ასთმის შეტევამდეც მივიდეს. ასთმა არ ინკურნება, თუმცა მისი კონტროლი  შესაძლებელია. ასთმის ჩივილები ცვალებადია, რის გამოც აუცილებელია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა. ის თვალყურს ადევნებს თქვენს სიმპტომებსა და ჩივილებს და საჭიროების მიხედვით მოახდენს დანიშნულების ცვლილებას.

სიმპტომები

ასთმის სიმპტომები ყველა ადამიანში განსხვავებულია. ასთმის შეტევები შესაძლოა გქონდეთ იშვიათად,  ჩივილები აღმოცენდეს კონკრეტულ დროს, მაგალითად ვარჯიშისას, ან ჩივილები გქონდეთ მუდმივად.


ასთმის 
ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

  • ჰაერის უკმარისობა
  • გულმკერდის შებოჭილობა და ტკივილი
  • ხიხინი ამოსუნთქვისას, რაც ბავშვებში ასთმის საერთო ნიშანია
  • უძილობა გამოწვეული ქოშინით, ხველით ან მსტვინავი სუნთქვით
  • შეტევითი ხასიათის ხველა და მსტვინავი ხიხინი,  რომლებიც უარესდება გაციების, გრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების დროს.

ასთმის გამწვავების ნიშნებია:

  • ასთმის ნიშნები და სიმპტომები ხშირდება და ხდება შემაწუხებელი
  • მატულობს სუნთქვის გაძნელება, რომლის მაჩვენებელი იზომება სპეციალური მოწყობილობით და აფასებს თქვენი ფილტვების მუშაობის ხარისხს (პიკ-ფლოუმეტრია)
  • ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის გამოყენების სიხშირე იზრდება

ზოგიერთ შემთხვევაში ასთმის ნიშნები და სიმპტომები ვლინდება გარკვეულ სიტუაციებში:

  • ვარჯიშით გამოწვეული ასთმა, რომელიც შეიძლება გაუარესდეს ცივი და მშრალი ჰაერის სუნთქვისას
  • პროფესიული ასთმა, რომელიც გამოწვეულია სამუშაო ადგილის გამაღიზიანებლებით, როგორიცაა ქიმიური ორთქლი, აირები ან მტვერი
  • ალერგიით გამოწვეული ასთმა, რომელიც გამოწვეულია ჰაერში არსებული სხვადასხვა ნაწილაკების შესუნთქვით, მაგალითად როგორებიცაა მტვერი, ობის სოკოს სპორები, ტარაკანების ნარჩენები, შინაური ცხოველების მიერ გამოყოფილი კანისა (ცხოველის ქერტლი) და მშრალი ნერწყვის ნაწილაკები.

როდის მივმართო თექიმს

საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას

ასთმის მძიმე, მწვავე შეტევები სიცოცხლისთვის საშიშია. წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა განსაზღვოთ, როგორ მოიქცეთ მსგავსი ჩივილების შემთხვევაში და როდის გჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ნიშნები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

  • სწრაფად პროგრესირებადი სუნთქვის გაძნელება და მსტვინავი სუნთქვა
  • ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის გამოყენების შემდეგ არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება
  • სუნთქვის გაძნელება აღინიშნება მინიმალური ფიზიკური აქტივობისას.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ:

  • ფიქრობთ, რომ გაქვთ ასთმა. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ხშირი ხველა ან მსტვინავი სუნთქვა, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, ასევე ასთმის სხვა ნიშნები ან სიმპტომები. ასთმის ადრეული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ  ფილტვების შეუქცევად დაზიანებას და მოგცემთ საშუალებას თავიდან აიცილოთ დაავადების პროგრესი.
  • ასთმის კონტროლი დიაგნოსტირების შემდეგ. თუ თქვენ ასთმის დიაგნოზი დაგესვათ მუდმივი კავშირი იქონიეთ ექიმთან, რათა აკონტროლოთ ის.  ხანგრძლივი, კარგი კონტროლი დაგეხმარებათ დღითიდღე უკეთ იგრძნოთ თავი და სიცოცხლისთვის საშიში შეტევებიც აიცილოთ თავიდან.
  • თუ  ასთმის სიმპტომები გაუარესდება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დანიშნული მედიკამენტი არ გიმსუბუქებთ ჩივილებს, ან ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორს უფრო ხშირად იყენებთ. 

ნუ მიიღებთ  ექიმთან კონსულტაციის გარეშე დანიშნულ მედიკამენტებს ზედმეტი დოზით. ასთმის მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება იწვევს გვერდით ეფექტებს და აუარესებს ასთმის მიმდინარეობას. დროთა განმავლობაში ასთმა იცვლება. რეგულარულად მიმართეთ ექიმს, იმსჯელეთ თქვენს ჩივილებზე და საჭიროებისამებრ განსაზღვეთ დამატებითი მკურნალობის საჭიროება.

  • მკურნალობის გადახედვა. ასთმა ხშირად იცვლება დროთა განმავლობაში. რეგულარულად შეხვდით ექიმს თქვენი სიმპტომების განსახილველად და მკურნალობაში საჭირო ცვლილების შესატანად.

იზეზები

დაუდგენელია რატომ ავადდებიან ასთმით, უფრო მეტად ეს  გამოწვეულია გარემო და მემკვიდრეობითი (გენეტიკური) ფაქტორების კომბინაციით.

 

ასთმის გამომწვევია

ასთმის ნიშნები და სიმპტომები ვითარდება ხვადასხვა გამღიზიანებლებისა და ნივთიერებების ზემოქმედებით, რომლებიც იწვევენ ალერგიას (ალერგენები). ასთმის გამომწვევი მიზეზები ყველა ადამიანსთვის განსხვავებულია და შეიძლება მოიცავდეს:

  • ჰაერში არსებული სხვადასხვა ნაწილაკებს, მაგალითად როგორებიცაა: მტვერი, მტვრის ტკიპები, ობის სოკოს სპორები,  შინაური ცხოველების  ქერტლი და ტარაკანების ნარჩენები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად გაცივებითი დაავადება
  • ფიზიკური აქტივობა
  • ცივი ჰაერის ჩასუნთქვა
  • დაბინძურებული და გამაღიზიანებელი ნაწილაკების მქონე ჰაერის სუნთქვა, როგორიცაა თამბაქოს კვამლი.
  • გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის ბეტა ბლოკატორები, ასპირინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი (Advil, Motrin IB, სხვები) და ნაპროქსენი (Aleve)
  • ემოციური დაძაბულობა და სტრესი
  • სულფიტები და კონსერვანტები რომელსაც შეიცავს ზოგიერთი საკვები და სასმელი, მათ შორის კრევეტები, ჩირი, დამუშავებული კარტოფილი, ლუდი და ღვინო.
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავე წვენი ამოდის უკან საყლაპავში, ყელში.

ისკ-ფაქტორები

მიღებულია, რომ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ზრდის ასთმის განვითარების ალბათობას.

ეს ფაქტორებია:

  • ასთმით დაავადებული სისხლით ნათესავი, როგორიცაა მშობელი, და-ძმა
  • სხვა ალერგიული მდგომარეობები, მაგალითად ატოპიური დერმატიტი - რომელიც იწვევს კანის სიწითლეს, ქავილს, ასევე თივის ცხელება - რომელიც იწვევს ცხვირიდან გამონადენს, შეშუპებას და თვალების ქავილს
  • ჭარბი წონა
  • მწეველობა
  • პასიური მწეველობა
  • გამონაბოლქვის, ან სხვა სახის დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება
  • პროფესიული გამღიზიანებლების ზემოქმედება, როგორებიცაა სასოფლო - სამეურნეო ქიმიკატები, სხვადასხვა საწარმოში მუშაობა, სილამაზის სალონში მუშაობა.

გართულებები

ასთმის გართულებები მოიცავს:

  • სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ძილს, სამუშაოს და სხვა აქტივობებს
  • ასთმის გამწვავების დროს სამსახურიდან ან სკოლიდან საავადმყოფო დღეების აღება
  • ფილტვებში სასუნთქი გზების მუდმივი შევიწროება  (ბრონქული ხე), რაც გავლენას ახდენს სუნთქვის აქტზე
  • ასთმის მძიმე, მწვავე შეტევების დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
  • მძიმე ასთმის სტაბილიზაციისთვის ხანგრძლივად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი
  • ასთმის საკონტროლოდ ხანგრძლივად გამოყენებული ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი

ადეკვატური მკურნალობა დიდ გავლენას ახდენს ასთმის როგორც ხანგრძლივ, ასევე ხანმოკლე გართულებების პრევენციაზე.

პრევენცია

ასთმის თავიდან აცილების საშუალება არ არსებობს, მიუხედავად ამისა, თქვენ და თქვენს მკურნალ ექიმს შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბჯ დაგეგმოთ, როგორ შეგიძლიათ თქვენი დაავადებით  ცხოვრება და ასთმის შეტევების პრევენცია.

  • მიჰყევით ასთმის მკურნალობის გეგმას. თქვენს მკურნალ და ექიმთა ჯგუფთან ერთად შეადგინეთ მედიკამენტების მიღებისა და ასთმის შეტევების საკონტროლო დეტალური გეგმა. შემდეგ დარწმუნდით, რომ მიყვებით დასახულ გეგმას.

ასთმა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს და მკურნალობას. მკურნალობის გაკონტროლება დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი ცხოვრებაც.

  • ჩაიტარეთ გრიპის და პნევმონიის საწინააღმდეგოვა ქცინაცია.  ვაქცინაციას შეუძლია თავიდან აგაცილოთ გაციება და პნევმონია, რომლებიც თავის მხრივ ასთმის შეტევის მაპროვოცირებელია.  
  • ასთმის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება. მთელ რიგ გარე ალერგენებს და გამაღიზიანებლებს, როგორებიცაა მტვერი, ობის სოკო, ცივი ჰაერი და დაბინძურებული გარემო  შეუძლია გამოიწვიოს ასთმის შეტევები. გაარკვიეთ რა იწვევს და აუარესებს თქვენს ასთმას და მიიღეთ ზომები ამ გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებლად. 
  • დააკვირდით თქვენს სუნთქვას. შეიძლება ისწავლოთ მოახლოებული შეტევის გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა, მაგალითად როგორიცაა მსუბუქი ხველა, ხიხინი ან ქოშინი.

თქვენი ფილტვების ფუნქცია შესაძლოა დროთა განმავლობაში სიმპტომების გამოვლენმადე შემცირდეს, ამიტომ რეგულარულად შეამოწმეთ ის სახლში პიკფლოუმეტრის საშუალებით და  ჩაინიშნეთ თქვენი ამოსუნთქვის პიკური ნაკადის საუკეთესო მაჩვენებელი. პიკფლოუმეტრი ზომავს რამდენად ძლიერად შეგიძლიათ ამოსუნთქვა. თქვენი ექიმი გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ მისი მონიტორინგი  სახლის პირობებში.

  • შეტევების ადრეული იდენტიფიცირება და მკურნალობა. სწრაფი ქმედების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მძიმე, მწვავე შეტევა განგივითარდეთ.  ასევე სიმპტომების გასაკონტროლებლად არ დაგჭირდებათ ბევრი მედიკამენტი.

ამოსუნთქვის პიკური ნაკადის მაჩვენებლების შემცირება მოახლოებული ასთმის შეტევის მანიშნებელია. მიყევით დანიშნულებას და მიიღეთ მედიკემანტი, ასევე სასწრაფოდ შეწყვიტეთ აქტიურობა, რომელიც შესაძლოა შეტევის მაპროვოცირებელი იყოს. თუ  სიმპტომები არ გაუმჯობესდა, როგორც სამოქმედო გეგმაში გაქვთ- გამოუძახეთ სამედიცინო დახმარებას.

  • მიიღეთ  წამალი დანიშნულების მიხედვით. მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად არ შეცვალოთ დანიშნულება ექიმთან წინასწარ გასაუბრების გარეშე. კარგი იქნება, თუ ექიმთან ყოველი ვიზიტისას თან იქონიებთ მედიკამენტებს. ექიმი დარწმუნდება, რომ მედიკამენტებს სწორად და სწორი დოზით იღებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორის გამოყენების სიხშირეს.  თუ ატყობთ, ხშირად მოიხმართ და დამოკიდებული ხართ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებზე, მაგალითად როგორიცაა ალბუტეროლი თქვენი ასთმა არ არის კონტროლირებული. ეწვიეთ ექიმს და განიხილეთ თქვენი მკურნალობა.