ბრადიკარდია
გულისცემის შენელებას ბრადიკარდია ჰქვია. ნელი გულისცემა დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ბრადიკარდიისკენ.
ზოგადად, მოზრდილებისთვის 60-ზე ნაკლები პულსი ბრადიკარდიად ითვლება, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. ღრმა ძილის დროს თქვენი გულისცემა შეიძლება შემცირდეს 60-ზე ქვემოთ. ფიზიკურად აქტიურ მოზრდილებში (და სპორტსმენებში) ხშირად გულისცემა უფრო ნელია ვიდრე 60 დარტყმა წუთში.
ბრადიკარდიის გამომწვევი მიზეზები
ბრადიკარდიის მიზეზები მოიცავს:
- სინუსის კვანძთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ზოგჯერ გულის ბუნებრივ პეისმეიკერს (კარდიოსტიმულატორს) უწოდებენ.
- პრობლემები გულის გამტარ გზებში, როდესაც წინაგულებიდან პარკუჭებისკენ იმპულსების გატარება შეფერხებულია
- მეტაბოლური პრობლემები, როგორიცაა ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება)
- გულის სხვადასხვა პათოლოგიები
- გარკვეული კარდიოლოგიური მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია, როგორც გვერდითი მოვლენა
ბრადიკარდიის სიმპტომები
გულისცემის ძალიან ნელმა ტემპმა შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი სისხლის მიმოქცევა ტვინში.
ბრადიკარდიის სიმპტომებია:
- დაღლილობა ან სისუსტის შეგრძნება
- თავბრუსხვევა ან გაბრუება
- დაბნეულობა
- Ჰაერის უკმარისობა
- გულის გაჩერება (უკიდურეს შემთხვევაში)
ბრადიკარდიის გართულებები
მკურნალობის გარეშე, მწვავე ან გახანგრძლივებულმა ბრადიკარდიამ შეიძლება გამოიწვიოს:
- გულის უკმარისობა
- გონების დაკარგვა (სინკოპე)
- გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია)
- დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია)
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
ბრადიკარდიის მკურნალობა
მწვავე, ან გახანგრძლივებული ბრადიკარდიის მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე გზით. მაგალითად, თუ არსებობს ბრადიკარდიის გარდამავალი მიზეზი (მედიკამენტი, ჰიპოთირეოზი) მისი მოშორებით შეიძლება პულსის გამოსწორება.
უხშირესად გამოხატული ბრადიკარდიის სამკურნალოდ გამოიყენება პესიემიკერის (კარდიოსტიმულატორის) ჩანერგვა კანქვეშ.
რა არის პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი)?
პეისმეიკერი ეს არის პატარა მოწყობილობა, რომელიც გულის რიტმს ეხმარება. პეისმეიკერის სისტემა შედგება ორი ნაწილისგან: გენერატორი და სადენები (ელექტროდები). გენერატორი არის პატარა კვების ელემენტი. ის წარმოქმნის ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც ასტიმულირებს თქვენს გულს.
გენერატორი თავსდება ლავიწქვეშა მიდამოში მცირე განაკვეთის საშუალებით. გენერატორი უკავშირდება თქვენს გულს პატარა სადენების საშუალებით. ეს პროცედურა ჩვეულებრივ ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) ჩანერგვის შემდეგ ბრადიკარდიის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. პეისმეიკერი ფუნქციონირებს საშუალოდ 8-10 წელი და შემდეგ ხდება მისი გენერატორის გამოცვლა.
"ნიუ ჰოსპიტალსის" არითმიების ცენტრში ხელმისაწვდომია გულის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცედურები, რაც ულტრათანამედროვე აღჭურვილობითა და უახლესი სამედიცინო მიდგომებით ხორციელდება. ევროპული სტანდარტების მქონე, სრულყოფილად აღჭურვილ ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში (საოპერაციოში) ტარდება ნებისმიერი სირთულის პროცედურა.
არითმიების ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდით, რომელსაც არითმოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზვიად მათოშვილი ხელმძღვანელობს. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 2 190 190