ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ცრემლდენა

რა არის ცრემლდენა?

ცრემლდენა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს თვალის კაკალში გამოეყოფა ჭარბი ცრემლი სეზონის, დროის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.

რა იწვევს ცრემლდენას?

ცრემლდენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება. მაგალითად, საცრემლე წერტილისა და გზების შევიწროება, საცრემლე არხის სტენოზი, საცრემლე წერტილის თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალია და სხვ.

არსებობს საცრემლე აპარატის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები, რაც უშუალოდ მონაწილეობს თვალის კაკალში გამოყოფილი ცრემლის ცხვირ-ხახაში გადასვლისას.

ცრემლდენის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე

ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხელმისაწვდომია ცრემლდენის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომელიც გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი საცრემლე წერტილის პათოლოგიის დროს ან საცრემლე აპარატის დაზიანებით გამოწვეული ცრემლდენის დროს, როდესაც არ აღინიშნება ანთებითი პროცესი, ასევე არაოპერირებად პაციენტებში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190