ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ცხვირიდან სისხლდენა

ა უნდა ვიცოდეთ ცხვირიდან სისხლდენის შესახებ

  • ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ცხვირის ნაზი სისხლძარღვების მცირე დაზიანების დროსაც კი.
  • ჩვილებში ცხვირიდან სისხლდენა ძალზე იშვიათია.
  • ცხვირიდან სისხლდენა შედარებით ხშირია 1-3 წლის და სასკოლო ასაკის ბავშვებში.
  • ხშირ შემთხვევაში სისხლდენა უეცრად, ერთი ნესტოდან ვითარდება.
  • ღამის განმავლობაში განვითარებული სისხლდენისას ბავშვმა შეიძლება გადაყლაპოს სისხლი და მოგვიანებით აღებინოს ან გამოყოს განავალთან ერთად. ამ უკანასკნელის დროს სისხლს მოშავო შეფერილობა ექნება.
  • სისხლდენების უმრავლესობა ჩერდება თავისთავად რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  • სისხლდენა იშვიათად წარმოადგენს სერიოზული დაავადების ნიშანს.

ცხვირიდან სისხლდენის ხშირი მიზეზები

  • უცხო სხეული ცხვირის ღრუში
  • თითით ცხვირის გაღიზიანება
  • ცხვირის ტრავმა
  • ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე
  • ალერგიული რინიტი

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ

  • ბავშვი არის ფერმკრთალი, ოფლიანი
  • არ გეკონტაქტებათ
  • ფიქრობთ, რომ დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი
  • აღინიშნება სისხლდენა პირიდან ან ღებინება ყავის ნალექის მაგვარი მასებით
  • ცხვირიდან სისხლდენა დაიწყო თავის ნებისმიერი ტიპის ტრავმის შემდეგ

სისხლდენის შეჩერება

  • ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ გაანერვიულოთ ბავშვი. როგორც წესი  პრობლემა არ არის სერიოზული.
  • დასვით ბავშვი და ოდნავ გადახარეთ წინ. არ დააწვინოთ ან გადააწევინოთ თავი უკან, რადგან შესაძლებელია ბავშვმა სისხლი გადაყლაპოს და მოგვიანებით აღებინოს, ხოლო გონების უეცარი დაკარგვის შემთხვევაში სისხლი გადასცდეს სასუნთქ გზებში.
  • არ მოათავსოთ ცხვირის ღრუში ბამბა ან სხვა სახის მასალა სისხლდენის შესაჩერებლად.
  • მოუჭირეთ თითები ცხვირის რბილ ქსოვილებზე სრული 10 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში არ მოადუნოთ ზეწოლა სისხლდენის შეწყვეტის შესამოწმებლად. სისხლდენა შეიძლება განახლდეს.
  • თუ სისხლდენა არ გაჩერდება 10 წუთის შემდეგ გაიმეორეთ ზეწოლა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.