დენსიტომეტრია
რას არის დენსიტომეტრია?
ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრი, იგივე DEXA დენსიტომეტრი, სპეციალური ტიპის რენტგენული სხივებია, რომლებიც ძვალთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ოსტეოპოროზი (ან მისი განვითარების რისკი), დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. მისი საშუალებით ხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის განსაზღვრა და მოტეხილობის რისკის შესაფასება.
კვლევის შედეგად შესაძლებელია ოსტეოპოროზის პრევენციული ზომების დროულად მიღება, ან მისი ადრეულ სტადიაში გამოვლენა.
როდის არის რეკომენდირებული დენსიტომეტრიული კვლევა?
დენსინომეტრიული კვლევა რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში თუ ძვლის დაავადების განვითარების, ისეთი, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რისკი მაღალია.
რისკის ფაქტორებია:
- მოტეხილობა, გამოწვეული მცირე დაცემით ან დაზიანებით;
- ქალებში, პოსტ-მენოპაუზის პერიოდი;
- მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
- ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა: გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი); თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
- ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
- რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
- კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
- ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
- ნაკლები ფიზიკური აქტივობა.
DEXA დენსიტომეტრი, რენტგენის სტანდარტულ გამოკვლევებთან შედარებით, რადიაციის გაცილებით დაბალ დონეს იყენებს, ამიტომ ეს მეთოდი პრაქტიკულად უსაფრთხოდ, მცირეინვაზიურად მიიჩნევა.
კვლევა არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უსაფრთხო პროცედურაა, DEXA გამოკვლევა და რენტგენის გადაღება არ არის რეკომენდირებული ორსული ქალებისთვის, რადგან რენტგენის სხივებმა შეიძლება ნაყოფის დაზიანება გამოიწვიოს.
როგორ ხორციელდება დენსიტომეტრიული კვლევა?
დენსიტომეტრია სწრაფი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის ჩატარება წინასწარ, სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს.
“ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია Osteosys ულთრათანამედროვე Excellus დენსიტომეტრი, რომლის საშუალბით ხდება ძვლის სიმკვრივის დადგენა წელის მალების პირდაპირ და გვერდით პოზიციაში, მენჯ-ბარძაყის და წინამხრის არეში, ამასთანავე frax კალკულატორის საშუალებით ხორციელდება ბარძაყის ყელის მოტეხილობის 10 წლიანი რისკის დადგენა.