ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

დიარეა

რა არის დიარეა?

  • დიარეა ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას, სითხის შემცველი ან ძლიერ თხიერი განავლოვანი მასებით 3-ჯერ ან მეტჯერ (დიეტის შეცვლის დროს, ნაწლავის ერთხელ თხიერი მასებით მოქმედება შესაძლოა ნორმად ჩაითვალოს).
  • დიარეას ანუ ფაღარათს მშობლები ხშირად „კუჭის აშლას“ უწოდებენ.

 

გაითვალისწინეთ!

  • სიცოცხლის პირველ კვირებში ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ნაწლვათა მოქმედება შეიძლება ქონდეთ დღეში 4-დან 10-მდე. ზოგჯერ - 4-5 დღეში ერთხელ და ესეც ნორმად ითვლება.
  • განავალი, ჩვეულებრივ ყვითელი ფერისაა, მაგრამ შესაძლოა იყოს მწვანეც, რაც ნაღვლის შერევას ნიშნავს.
  • ხელოვნურ ნარევზე მყოფ ბავშვებს, პირველი კვირის განმავლობაში, აღენიშნებათ ნაწლავთა მოქმედება 1-8-ჯერ დღეში. შემდეგ ჯერადობა მცირდება 1-4-მდე და გრძელდება 2 თვემდე.
  • ბავშვებს ნაწლავთა ინდივიდუალური მოქმედება აქვთ - ზოგს ყოველი კვების შემდეგ, ზოგს 3-4 დღეში ერთხელ, რაც დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.

დიარეის მიზეზები

  • ვირუსი (როტავირუსი) - დიარეის ყველაზე ხშირი მიზეზი.
  • ბაქტერია - შედარებით იშვიათი მიზეზი.
  • საკვებით მოწამვლა - ღებინებისა და დიარეის სწრაფი დაწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. სიმპტომები როგორც წესი ალაგდება 24 სთ-მდე პერიოდში.
  • პარაზიტები.
  • მოგზაურთა დიარეა - დაკავშირებულია უცხო ქვეყანაში მოგზაურობასთან.
  • სხვა მიზეზები - როგორიცაა: ძროხის რძის ალერგია, ლაქტოზას აუტანლობა, წამლის მოქმედება.

დიარეის მთავარი გართულება არის გაუწყლოვნება - დეჰიდრატაცია!

დეჰიდრატაციის ნიშნები

  • წყურვილი
  • პირის ლორწოვანის სიმშრალე, დახეთქილი ტუჩები
  • ცრემლების არარსებობა ტირილის დროს
  • 4-6 საათის განმავლობაში მშრალი საფენი ან შარდის არარსებობა (ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში), 6-8 საათის განმავლობაში შარდის არარსებობა (უფროსი ასაკის ბავშვებში)
  • მუქი ყვითელი ან მოყავისფრო შარდი
  • ჩავარდნილი თვალები
  • ჩავარდნილი ყიფლიბანდი
  • სისუსტე, დაღლა ან/და ძილიანობა

დაუყოვნებლად მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას თუ ბავშვს აღენიშნება

  • მივარდნილობა, მოთენთილობა, ვერ დგება, არ აქვს თამაშის სურვილი.
  • ფიქრობთ, რომ ბავშვს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
  • არ მოუშარდავს 8 საათის განმავლობაში, ან აქვს მუქი შარდი, მშრალი პირის ლორწოვანი ან ტირის ცრემლების გარეშე.
  • განავალი შეიცავს სისხლს.
  • აქვს მუცლის მუდმივი ტკივილი, რომელიც გრძელდება 2 საათის განმავლობაში.
  • აღენიშნება სითხის ღებინება 3-ჯერ ან მეტჯერ.
  • ბავშვი არის 1 თვემდე და აქვს ნაწლავთა მოქმედება 3-ჯერ ან მეტჯერ (რაც არ ჰქონდა მანამდე).
  • აქვს მძიმე დიარეა - 10 ან მეტი ნაწლავთა მოქმედება თხიერი განავლით უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში.
  • ცხელება 39° ან მეტი.
  • სუსტი იმუნური სისტემა (ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია, შიდსი, სიმსივნე, ორგანოების ტრანსპლანტაცია, პერორალური სტეროიდების მიღება).
  • ბავშვი გამოიყურება ძალიან ავად.

მიმართეთ პედიატრს თუ ბავშვს აღენიშნება

  • ზომიერი დიარეა: 6 ან მეტი ნაწლავთა მოქმედება 24 საათის განამვლობაში, მაგრამ არის აქტიურიად.
  • მუცლის ტკივილი, რომელიც არის მოვლითი.
  • უნებლიე დეფეკაციის 3 ან მეტი ეპიზოდი.
  • ცხელება 3 ან მეტი დღის განმავლობაში.
  • მჭიდრო კონტაქტი ბაქტერიული დიარეის მქონე ადამიანთან ან ცხოველთან.
  • კონტაქტი რეპტილიებთან (გველი, კუ) უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში.
  • მოგზაურობა უცხო ქვეყანაში უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში.
  • დიარეა გრძელდება 2 კვირას ან მეტ ხანს.

ბინაზე მოვლა და მკურნალობა

მსუბუქი დიარეა (ზოგადი რეკომენდაციები)

  • დიარეის უმრავლესობა გამოწვეულია ვირუსით.
  • ბაქტერიული ინფექციები გაცილებით იშვიათია.
  • დიარეის მეშვეობით ორგანიზმიდან გამოიდევნება მავნე ნივთიერებები.
  • დიარეის მთავარი გართულება არის გაუწყლოვნება.
  • ბავშვების უმრავლესობას შეუძლია ჩვეული საკვების მიღება.
  • მიაღებინეთ მეტი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.
  • ხელოვნური ნარევი ან დედის რძე კარგი არჩევანია დიარეის დროს, მიეცით უფრო ხშირად და მცირე ულუფებად, შეგიძლიათ მისცეთ წყალიც.
  • არ გამოიყენოთ ძალიან ტკბილი ხილის წვენები ან სპორტსმენების სასმელები. ამ შემთხვევაში დიარეა უარესდება.
  • დამატებით მიეცით სითხე ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის სახით.
  • ბავშვები არ საჭიროებენ განსაუთრებულ დიეტას დიარეის დროს.
  • არ მისცეთ ცხიმიანი საკვები.
  • მიაღებინეთ მყარი საკვები, როგორიცაა ფაფა, კრეკერები, ბრინჯი, მაკარონი, პიურე, ბანანი ვინაიდან მათი მონელება უფრო ადვილია.

ორალური რეჰიდრატაციული ხსნარი - ელექტროლიტების ხსნარი

ელექტროლიტების ხსნარის მიღების პარალელურად გააგრძელეთ დედის რძის ან ხელოვნური ნარევის ან წყლის მიცემა;

  • 1 წლამდე ასაკში მიეცით 60-120 მლ. ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ.
  • 1 წლის ზემოთ მიეცით 120-140 მლ. ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ.
  • არ გამოიყენოთ რეჰიდრონი საკვების მაგივრად, ის არ შეიცავს საკმარის კალორიებს. რეჰიდრონი გამოიყენება ორგანიზმიდან დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შესავსებად.

პრობიოტიკები - „ჯანმრთელი ბაქტერიები“ შესაძლოა დაეხმარონ დიარეის ხანგრძლივობის შემცირებაში:

  • ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ 12 თვის ასაკიდან პრობიოტიკის შემცველი იოგურტი ან ექიმის მიერ დანიშნული პრობიოტიკი (შესაძლებელია ყიდვა აფთიაქში რეცეპტის გარეშე).

საბავშვო დაწესებულებაში დაბრუნება შესაძლებელია:

  • ფორმირებული განვალის არსებობის შემდეგ
  • ცხელების ალაგების შემდეგ

დაავადების პრევენცია

  • ხელების დაბანა ჭამის წინ, ბავშვის კვების, მოვლის და საკვების მომზადების წინ.
  • ხელების დაბანა ნაღებინებ მასებთან ან განავალთან ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ.
  • ხელების დაბანა ტუალეტით სარგებლობის ან საფენის გამოცვლის შემდეგ.
  • დაეხმარეთ ბავშვებს დაიბანონ ხელები.
  • ბავშვის საკვებად გამოიყენეთ კარგად მოხარშული ხორცი.
  • თუ არ ხართ დარწმუნებული წყლის სისუფთავეში, გამოიყენეთ ბოთლის ან გადადუღებული წყალი.
  • მოერიდეთ სალათის ან უმი ბოსტნეულის მიღებას.
  • არ შეიძინოთ საკვები ქუჩაში.
  • კარგად გარეცხეთ ჭურჭელი.