ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

გლაუკომის ქირურგია სადრენაჟო იმპლანტებით

რა არის გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტი?
გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტი არის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს თვალშიდა წნევის შემცირებას და მხედველობის ნერვის შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებას. გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტის ქირურგია ტრაბეკულექტომიის აალტერნატივაა. გლაუკომის გარკვეული ტიპის (აფაკიური გლაუკომა, ნეოვასკულარული გლაუკომა და უვეიტური გლაუკომა) მქონე პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ თვალის სხვა ტიპის ოპერაცია, გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტი ხშირად უფრო ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, ვიდრე ტრაბეკულექტომიის პროცედურა.


გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტის ტიპები

სადრენაჟო იმპლანტების ორი ზოგადი ტიპი არსებობს:

1. სარქვლიანი დრენაჟის იმპლანტები - სარქვლიან იმპლანტებს მიეკუთვნება აჰმედის იმპლანტები (Ahmed Glaucoma Valve). ამ იმპლანტებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ დაბალი თვალშიდა წნევა ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში;

2. არასარქვლოვანი დრენაჟის იმპლანტანტები - რომლებსაც მიეკუთვნება ბერველდის (Baerveld) სადრენაჟო და მოლტენოს (Molteno) დრენაჟის იმპლანტები.

რომელი ტიპი გამოიყენება კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში, განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.


როგორ მუშაობს გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტი?

გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტებს სხვადასხვა ზომისა და ფორმის მიუხედავად, აქვს მილისა და ფირფიტის დიზაინი. სილიკონის მილი ძირითადად მოთავსებულია თვალის ზედა ნაწილში, წინა საკანში, რქოვანასა და ფერად გარსს შორის. მილი მოქმედებს, როგორც რეზერვუარი და საშუალებას აძლევს სითხეს გაიაროს თვალის შიგნიდან ფირფიტაზე, რის შემდეგაც შეიწოვება სხეულის სითხეებში. იმპლანტის ფირფიტა ჩვეულებრივ შეუმჩნეველია. თვალშიდა წნევის სტაბილიზაციას შესაძლოა ოპერაციიდან 3 თვე ან მეტი დრო დასჭირდეს.


რამდენად ეფექტურია პროცედურა?

გლაუკომის სადრენაჟო იმპლანტების გამოყენება ძირითადად ხდება რთული პრობლემების, რეფრაქტერული გლაუკომის მქონე პაციენტებში. შემთხვევათა დაახლოებით 5-10%-ში საჭიროა მილის განმეორებით იმპლანტაცია თვალის შიდა წნევის კონტროლისთვის. გლაუკომის იმპლანტის ქირურგიის მიზანია თვალშიდა წნევის შემცირება და მხედველობის შენარჩუნება. ის არ აღადგენს უკვე დაკარგულ მხედველობას.


როგორ ტარდება პროცედურა და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია.

ოპერაციის შემდეგ თვალი დაფარულია და დაცულია სპეციალური სახვევით მთელი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს ოფთალმოლოგი მოგხსნით სახვევს და შეამოწმებს მდგომარეობას. ინფექციის თავიდან ასაცილებლად და ანთების შესამცირებლად, საჭიროებისამებრ, ინიშნება თვალის წვეთები.

სტანდარტულად, შეხორცებასა და იმპლანტის გამართულად მუშაობას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამ დროის განმავლობაში, ოფთალმოლოგი გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას. პოსტოპერაციული რისკების შესამცირებლად აუცილებელია გაითვალისწინოთ სპეციალისტის რეკომენდაციები.