ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ინტერვენციული კარდიოლოგია

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს გულის პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას როგორც გეგმიურ ასევე გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.


კარდიოინტერვენციული სერვისი მნიშვნელოვანია გულის პათოლოგიური პროცესების განსაზღვრისა და მისი მკურნალობისთვის. ინტერვენციული კარდიოლოგიის ცენტრში შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის კორონარული და სარქვლოვანი ინტერვენციების ჩატარება ნაკლებად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით.


ცენტრში უახლესი აპარატურის გამოყენებით ხდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები როგორებიცაა:

  • სტენოკარდია
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
  • გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა
  • გულის სარქვლოვანი პათოლოგიების მკურნალობა
  • არითმოლოგიური დარღვვების მკურნალობა

კარდიოლოგიური განყოფილებისა და მაღალტექნოლოგიური კათეტერიზაციის ლაბორატორიის კვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების ინტერვენციული მანიპულაციების ჩატარებას საერთაშორისო გაიდლაინებისა და რეკომენდაციების დაცვით.