ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კატარაქტის მკურნალობა მსოფლოში საუკეთესო ბროლებით

რა არის კატარაქტა

კატარაქტა თვალის ბროლის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ვითარდება თვალის ბროლის შემღვრევის შედეგად. ამ პროცესის დროს ბროლი კარგავს თავის გამჭვირვალობას, რის გამოც მხედველობა თანდათან ქვეითდება. კატარაქტა შესაძლოა განვითარდეს ორივე თვალში, არათანაბრად და გამოიწვიოს განსხვავებული მხედველობა თვალებს შორის.


კატარაქტის სიმპტომებია:

  • მხედველობის დაბინედვა;
  • კონტრასტის დაქვეითება;
  • მკვეთრ სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა;
  • სინათლის გარშემო „ცისარტყელის“ ტიპის  სხივების ან გამოსახულების აღქმა;
  • გაუარესებული მხედველობა ღამით;
  • სათვალის ხშირი ცვლილება;
  • კითხვისთვის უფრო ძლიერი განათების საჭიროება;
  • გაორებული მხედველობა;
  • მხედველობასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულების გაძნელება, როგორიცაა კითხვა და ავტომობილის მართვა.

კატარაქტა მსოფლიოში მხედველობის დაქვეითების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. დაავადება უმეტესად ასაკობრივია და მისი გავრცელება მნიშვნელოვნად იზრდება 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. კატარაქტა ხშირად ნელა ვითარდება, ამიტომ ადრეულ ეტაპზე მისი აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

კატარაქტის მკურნალობა

მხედველობის აღდგენა მსოფლიოში საუკეთესო ბროლებით

კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება, მისი მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა ოპერაციაა.

პროცედურა გულისხმობს შემღვრეული ბუნებრივი ბროლის ჩანაცვლებას ხელოვნური ინტრაოკულარული ლინზით, რაც მხედველობის აღდგენას უზრუნველყოფს. ოპერაცია რამდენიმე წუთს გრძელდება, უმტკივნეულოა და, როგორც წესი, ტარდება ტოპიკური (წვეთოვანი) ანესთეზიით.


პაციენტების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ცენტრში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ინტრაოკულარული ლინზა, მათ შორის მონოფოკალური, ტორიული და მულტიფოკალური ბროლები.

 “ნიუ ჰოსპიტალსში” კატარაქტის ოპერაცია ტარდება უახლესი ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით — ოფთალმოლოგიური მიკროსკოპით (Opmi Lumera Zeiss) და კომბინირებული ექოსკოპიური აპარატით (Alcon Centurion System). პროცედურა გულისხმობს შემღვრეული ბუნებრივი ბროლის ჩანაცვლებას ხელოვნური ინტრაოკულარული ლინზით ანუ ხელოვნური ბროლით,  რაც მხედველობის აღდგენას უზრუნველყოფს. ოპერაცია რამდენიმე წუთს გრძელდება, უმტკივნეულოა და, როგორც წესი, ტარდება ტოპიკური (წვეთოვანი) ანესთეზიით.

ოპერაციის დასრულებისთანავე პაციენტი იღებს ექიმის რეკომენდაციებს და იმავე დღეს ბრუნდება სახლში. მხედველობა სწრაფად უმჯობესდება და საბოლოოდ რამდენიმე დღეში სტაბილურდება.


ხელოვნური ბროლი (ინტრაოკულარული ლინზა) ცვლის ბუნებრივ, შემღვრეულ ბროლს და იმპლანტირდება მის ადგილზე. მისი სწორად შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ხარისხიან მხედველობას.

“ნიუ ჰოსპიტალსში” გამოიყენება საერთაშორისოდ აღიარებული, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული, ჰიდროფობური მასალის თანამედროვე ინტრაოკულარული ლინზები იგივე ხელოვნური ბროლი, რომლებიც ხასიათდება მაღალი ბიოთავსებადობითა და სტაბილურობით და ამცირებს მეორადი კატარაქტის განვითარების რისკს.

 

ნიუ ჰოსპიტალსისოფთალმოლოგიის ცენტრი

“ნიუ ჰოსპიტალსის” ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი  ლიდერია რეგიონში თვალის დაავადებების პრევენციის,
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში. კლინიკაში არსებული უახლესი თაობის, მაღალტექნოლოგიური აპარატურა უზრუნველყოფს სწრაფ დიაგნოსტიკას და უსაფრთხო ქირურგიულ მომსახურებას. ოფთალმოლოგიის ცენტრის გამოცდილი ექიმების დახმარებით უკვე ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა მხედველობა.

 

კატარაქტის უფასო სკრინინგი „ნიუ ჰოსპიტალსში“

“ნიუ ჰოსპიტალსი” 60+ ასაკის პაციენტებს კატარაქტის უფასო სკრინინგს სთავაზობს

უფასო სკრინინგის შედეგად შესაძლებელია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მხედველობის მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობის დაგეგმვა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და მხედველობის დაკარგვის რისკს. სკრინინგი თანამედროვე ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურის გამოყენებით ტარდება, არაინვაზიურია და არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას.

კატარაქტის სკრინინგი სრულიად უფასოა ყველა 60+ ასაკის  პაციენტისთვის!

 
უფასო სკრინინგზე რეგისტრაციისთვის დააჭირე აქ და შეავსე მოცემული ფორმა, ვიზიტის დასაგეგმად თავად დაგიკავშირდებით.