ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კუჭის ეროზია

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა კუ­ჭის ერო­ზია და რა იწ­ვევს მას?

ერო­ზია არის კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ზე­და­პი­რუ­ლი დე­ფექ­ტი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი.

ცხოვ­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტებს. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ცხოვ­რე­ბის სტილ­თან.


კუჭი მუდ­მი­ვად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ მა­რილმჟა­ვას, ე.წ. კუ­ჭის წვენს, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აც საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. თუმ­ცა რო­დე­საც კუჭი ცა­რი­ე­ლია, კუ­ჭის წვე­ნი საკ­ვე­ბის ნაც­ვლად თა­ვად კუ­ჭის გარსზე მოქ­მე­დებს და აზი­ა­ნებს მას. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კუჭი ხან­გრძლი­ვად ცა­რი­ე­ლი არ იყოს და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას ჰქონ­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, არ და­ირ­ღვეს ბა­ლან­სი კუ­ჭის დამ­ცავ ფაქ­ტო­რებ­სა და მას­ზე აგ­რე­სი­უ­ლად მოქ­მედ ფაქ­ტო­რებს შო­რის.


რო­გო­რია კუ­ჭის ერო­ზი­ის სიმპტო­მე­ბი?

ხშირად კუ­ჭის ერო­ზია უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, რო­გორც წესი, და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს: გულძ­მარ­ვა, ბოყი­ნი, შე­ბე­რი­ლო­ბა და ყრუ ხა­სი­ა­თის ტკი­ვი­ლი მუც­ლის ზედა არე­ში. აღნიშნული სიმპტო­მე­ბი კუ­ჭის ერო­ზი­ას­თან ერ­თად შესაძლოა სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­საც ახა­სი­ა­თებ­დეს, სწორედ ამი­ტომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლის­ტთან დროული კონ­სულ­ტა­ცია და დიაგნოსტიკა.


რო­გორ ხდე­ბა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

კუ­ჭის ერო­ზი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა გას­ტროს­კო­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვის სა­ხე­ო­ბაა. ამ დროს სპე­ცი­ა­ლის­ტი საყ­ლა­პავ მილს, კუ­ჭ­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლავს შიგ­ნი­დან ათ­ვა­ლი­ე­რებს. ლორ­წო­ვან გარსზე ხდე­ბა ერო­ზი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც შესაძლოა იყოს მრგვა­ლი ან ხა­ზო­ვა­ნი.

გას­ტროს­კო­პი­ის პროცედურას არ ახ­ლავს ტკი­ვი­ლი, თუმცა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს ხდე­ბა ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და კუ­ჭის გა­ბერ­ვა, რომ ნა­ო­ჭი გას­წორ­დეს და ერო­ზია გა­მოჩ­ნდეს, სწორედ ეს გაბერვა იწვევს დის­კომ­ფორტს.­

აღ­ნიშ­ნუ­ლი დის­კომ­ფორ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გას­ტროს­კო­პიიის გაკეთება ანესთეზიით არის შესაძლებელი.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სში“ არსებული გასტროსკოპი კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს კვლე­ვას, რად­გან ის მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი და დრე­კა­დია. მას­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ექიმს უკე­თე­სი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს.

გას­ტროს­კო­პი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა მი­ნი­მუმ 6-7 წუთი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზოგჯერ შესაძლოა 20 წუთამდეც გაგ­რძელ­დეს. ზუს­ტი დრო და­მო­კი­დე­ბუ­ლია, სპეციალისტის მიერ დასათვალიერებელი უბნების რაოდენობაზე.


რო­გორ ხდე­ბა გას­ტროს­კო­პი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბა?

კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბამ­დე მი­ნი­მუმ 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს საკ­ვე­ბის და სი­თხის მიღებისგან. მი­ღე­ბულ­მა საკ­ვებ­მა შესაძლოა გა­მო­იწ­ვი­ოს, ერთი მხრივ, მე­ქა­ნი­კუ­რი ას­ფიქ­სია და მე­ო­რე მხრივ, ხელი შეუშალოს ორ­გა­ნო­ე­ბის სრულყოფილად დათვალიერებას.


მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­როა თუ არა გას­ტროს­კო­პი­ის განმორები
თ ჩა­ტა­რე­ბა?

კვლე­ვის შემ­დეგი ეტაპია ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. რად­გან თი­თო­ე­ულ ორ­გა­ნიზმს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­აქ­ცია აქვს, მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სრული გამოჯანმრთელების დასადგენად საჭიროა კვლევის განმეორებით ჩატარება.