მწვავე პარაპროქტიტი
რა არის პარაპროქტიტი?
პარაპროქტიტი არის სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვნი პროცესი. დაავადების პროგრესირებასთან ერთადა იზრდება დაზიანებული ქსოვილების უბნები, ჩნდება მრავლობითი აბსცესები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდება. პარაპროქტიტი ხშირად ვითარდება გართულებული ბუასილის, ანალური ნაპრალის და სხვა პროქტოლოგიური დაავადებების შემდეგ.
როგორ ჩნდება პარაპროქტიტი?
პარაპროქტიტის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რომელიც ანუსის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში მოხვედრისას იწვევს ჩირქოვანი პროცესების განვითარებას. ინფექციის განვითარება ხდება ანალური კრიპტიდან.
როგორია პარაპროქტიტის სიმპტომები?
- პარაპროქტიტის ძირითადი სიმპტომები:
- მუდმივი პულსირებადი (მფეთქავი) ტკივილი;
- ტკივილი დეფეკაციის დროს;
- ცხელება;
- სისუსტე;
- შემცივნება;
- ანუსის ირგვლივ კანის სიწითლე.
რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები?
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ეწვიეთ პროქტოლოგს. პირველადი კონსულტაციისა და გასინჯვის საფუძველზე შესაძლებელია პარაპროქტიტის დიაგნოსტირება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ დამატებით ექოსკოპიურ ან ენდოსკოპიურ გამოკვლევას, რათა მოხდეს პარაპროქტიტის ზუსტი დიაგნოსტირება.
როგორ მკურნალობენ პარაპროქტიტს?
მწვავე პარაპროქტიტის დიაგნოზის შემთხვევაში, საჭიროა ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა. გაითვალისწინეთ, რომ პარაპროქტიტზე ეჭვის არსებობისას, აუცილებლად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს, რათა დროულად მოხდეს მკურნალობის ოპტიმალური გეგმის შერჩევა და თავიდან აიცილოთ ინფექციური პროცესების გავრცელება.