ნეირორეაბილიტაცია
ზოგადად, რეაბილიტაცია აღდგენას, საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს. ნეირორეაბლიტაცია - ეს არის მედიცინის დარგი, რომელშიც რეაბილიტაციური მკურნალობა ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. ამ დროს ფუნქციური უნარშეზღუდვები ვითარდება, როგორიცაა მეტყველების, მოძრაობის, მეხსირების და აზროვნების დარღვევები. დაავადებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა და სრულ ნერვულ სისტემას მოიცავს, ეს გულისხმობს როგორც თავის და ზურგის ტვინს, ისე პერიფერიული ნერვების დაზიანებას.
დაზიანების მიზეზი ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესია. მათ შორის სისხლძარღვოვანი დაზიანებები (სისხლძარღვის დახშობით ან სისხლჩაქცევით გამოწვეული), ტრავმული დაზიანებები, ინფექციური დაავადების შედეგად გამოწვეული დაზიანებები და ფუნქციის ამოვარდნა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები.
"ნიუ ჰოსპიტალსი" სთავაზობს, როგორც ამბულატორიულ რეაბილიტაციურ მკურნალობას, ასევე საქართველოში ერთადერთ სტაციონარულ რეაბილიტაცურ მკურნალობას. გამოყენებული მეთოდებია:
- ფიზიკური თერაპია
- ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია
- მექანოთერაპია - კონტრაქტურების დამუშავება
- ელექტროთერაპია
- აკვათერაპია
- ბოტულინოთერაპია
- საექიმო და საექთნო კურირება
.jpg)
ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობისას მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიის დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. ნევროლოგიური სერვისები ხელმისაწვდომია, როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.