ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ნერვ-კუნთოვანი დაავადებები

ჩვენი ტვინი ჩონჩხის კუნთების მოძრაობას პერიფერიული ნერვების საშუალებით აკონტროლებს. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამართულად მუშაობდეს ნერვ-კუნთოვანი აპარატი, რომელსაც ქმნის მოტონეირონის, პერიფერილი ნერვის და კუნთოვანი ბოჭკოების ერთობლიობა. ამ აპატარის ნებისმიერი რგოლის დაზიანება იწვევს ნერვ-კუნთოვან დაავადებას, რომელიც პირველ რიგში კუნთის ფუნქციის მოშლით - მისი სისუსტით ვლინდება.


ნერვ-კუნთოვან დაავადებათა კლასიფიკაცია ხდება პათოლოგიური პროცესის ანატომიური გავრცელების მიხედვით. პათოლოგიური პროცესი შეიძლება ლოკალიზებული იყოს:


ჩონჩხის განივზოლიან კუნთში

  • კუნთოვანი დისტროფიები (მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი)
  • თანდაყოლილი მიოპათიები
  • კუნთების მეტაბოლური დაავადებები
  • ანთებითი მიოპათიები

პერიფერიულ ნერვში

  • პოლირადიკულონეიროპათიები
  • პოლინეიროპათიები
  • მონონეიროპათიები

ნერვ-კუნთოვან სინაფსში, სადაც ხდება ნერვიდან კუნთზე იმპულსის გადაცემა

  • მიასთენია და მიასთენიური სინდრომები
  • ზურგის ტვინის მოტორულ ნეირონებში
  • სპინალური კუნთოვანი ატროფიები
  • ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი

რა ჩივილები ახასიათებს ნერვ-კუნთოვან დაავადებეს ?

ნერვკუნთოვანი დაავადებების მანიფესტაცია ძირითადად ხდება ისეთი ჩივილებით, როგორიც არის:

  • ადვილად დაღლა, სისუსტე
  • ძალის დაქვეითება და მოძრაობის შეზღუდვა
  • კუნთების ტკივილი და დაბუჟება
  • კუნთების გახდომა და ზოგჯერ მტკივნეული გაკვანძვა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ხშირად ხელებში, ფეხებში
  • ქუთუთოების დაშვება
  • გამოსახულების გაორება
  • ღეჭვის, ყლაპვის გაძნელება
  • სუნთქვის გაძნელება

ჩივილები შეიძლება იყოს მუდმივი, ან ცვალებადი, დღის განმავლობაში. საყურადღებოა მსგავსი ჩივილების არსებობა ახლობლებში - სისხლით ნათესავებში. თუ გაქვთ ასეთი სიმპტომები აუცილებლად უნდა მიმართოთ ნევროლოგს.

 

დიაგნოსტირება

ნერვკუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ელექტრონეირომიოგრაფიას (EMG), რომლის საშუალებითაც ხდება მოტონეირონის, პერიფერიული ნერვის, კუნთის და ნერვკუნთოვანი სინაფსის მდგომარეობის შეფასება. გარდა ამისა, ნერვკუნთოვან დაავადებათა დიაგნოსტიკა მოიცავს ასევე სხვა ინსტრუმენტული და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს, რომელიც თავის მხრივ აუცილებელია კუნთში და ნერვში მიმდინარე ელექტრო-ქიმიური პროცესების შესაფასებლად და ხშირ შემთხვევაში საჭიროებს სხვა ვიწრო სპეციალისტების (ხშირად რევლატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ოტორინოლარინგოლოგების, ალერგოლოგების და ა. შ.) ჩართულობას. ჩვენი ჰოსპიტალი იძლევა აღნიშნული კომპლექსური კვლევების ჩატარების სრულ შესაძლებლობას.

 

გამომწვევი მიზეზები
ნერვკუნთოვანი დარღვევების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გენეტიკური მუტაცია
  • ინფექცია
  • აუტოიმუნური დარღვევა
  • ჰორმონალური დარღვევა
  • მეტაბოლური დარღვევა
  • ტოქსიური აგენტები
  • შინაგანი ორგანოების სიმსივნური დაავადებები
  • უცნობი ფაქტორები

გაითვალისწინეთ რომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა აუცილებელია ადექვატური მკურნალობისა და შემდგომი გართულებების პრევენციისთვის.