ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ნევროზი

ნევროზი არის არაკლინიკური ტერმინი, რომელიც აღწერს ფსიქიკური აშლილობების სპექტრს და იწვევს მნიშვნელოვან შფოთვას ან მძიმე ემოციურ სიმპტომებს. მოიცავს ირაციონალურ შიშებს, აკვიატებულ აზრებს, კომპულსურ ქმედებებს ან დისოციაციას (კავშირის გაწყვეტა საკუთარ თავთან ან მის გარშემო არსებულ სამყაროსთან).


ნევროზი არ არის კლინიკური დიაგნოზი და არ შედის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-5). ნევროზი ძირითადად განიხილება, როგორც გადაჭარბებული, გაუცნობიერებელი და გაუაზრებელი პასუხი შიდა კონფლიქტებზე და გამოწვეულ შფოთვაზე. აშლილობების უმეტესობა, რომლებსაც ადრე "ნევროზებს" უწოდებდნენ, ახლა განიხილება როგორც შფოთვითი აშლილობები, რომლებიც შედის DSM- 5.


ნევროზული ქცევის სახეები

ნევროზი შეიძლება განხილული იყოს ნებისმიერ ქცევაზე, რომელიც ხასიათდება შფოთვით და გადაჭარბებული ემოციური აშლილობით. ქცევები ხშირად გაზვიადებულად ან არაპროპორციულად აღიქმება.

ნევროტიკული  ქცევის მაგალითებია:

  • შფოთვა და შიში; 
  • გადაჭარბებული ღელვა და დანაშაულის გრძნობა;
  • ტენდენცია ნეგატიური ემოციების და რეაქციების მიმართულებით; 
  • გაღიზიანება და სიბრაზე;
  • დაბალი თვითშეფასება და თვითცნობიერება;
  • სუსტი რეაქცია სტრესებზე;
  • ყოველდღიური სიტუაციების საშიშროებად აღქმა;
  • დეპრესია;
  • ემოციური არამდგრადობა.

გავრცელება

სიანში, ჩინეთში ჩატარებული კვლევა მიუთითებს, რომ ნევროტიკული აშლილობის დაავადების სავარაუდო პრევალენტობა სიცოცხლის განმავლობაში (ადამიანთა საერთო რაოდენობა პოპულაციაში, რომლებსაც აქვთ დაავადება მთელი სიცოცხლის განმავლობაში) შეადგენს 10.8%-ს. ყველაზე გავრცელებულ ქვეტიპებს წარმოადგენს სპეციფიკური ფობიები (5.7%), ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები (3.8%) და სოციალური ფობიები (1.3%) რომელიც ყველაზე გავრცელებულია ქვეტიპებს შორის არის.


ნევროზი და ფსიქიკური ჯანმრთელობა

მიუხედავად იმისა, რომ ნევროზი არ არის კლინიკური დიაგნოზი, იწვევს დისტრესს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ურთიერთობებსა და ცხოვრების ხარისხზე.


შფოთვა

ნევროზი ფართო გაგებით მიუთითებს ფსიქიკური აშლილობების სპექტრზე, რომელთა უმეტესობა მიეკუთვნება შფოთვითი აშლილობების კატეგორიას. განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები შფოთვითი აშლილობების, თუმცა არა ნევროზის სამკურნალოდ.

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა ჩვეულებრივი რეაქციაა ყოველდღიურ სტრესზე, შფოთვითი აშლილობა მოიცავს გადაჭარბებულ შიშს ან შფოთვას, რომლის კონტროლიც ადამიანს არ შეუძლია.

შფოთვითი აშლილობის მაგალითებია:

  • აგორაფობია;
  • განშორებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა;
  • საერთო შფოთვითი აშლილობა;
  • სპეციფიკური ფობია;
  • სოციალური შფოთვითი აშლილობა;
  • პანიკური აშლილობა.

გართულებები

მკურნალობის გარეშე, ნევროზი შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემად იქცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ნევროტიზმი უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ფუნქციონირების უნარზე ყოველდღიურ  ცხოვრებაში.   

ფიზიკური გართულებები დროთა განმავლობაში შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ დაავადებებს:

ნევროზმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა გართულებები, მათ შორის:

  • ოჯახური  უკმაყოფილება;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • გაზრდილი მოწყვლადობა კვებითი აშლილობის, აფექტური აშლილობისა და ფსიქოაქტიური  ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობების მიმართ. 

გამომწვევი მიზეზები

მეცნიერებმა გამოავლინეს ფაქტორები, რომლებიც სავარაუდოდ, ხელს უწყობენ ნევროტიციზმის განვითარებას, რომლებმაც შესაძლოა დამოუკიდებლად ან ერთობლივად ზიანი მიაყენონ ადამიანის ემოციურ მდგრადობას.


გენეტიკა

ნევროზის მემკვიდრეობითი ანამნეზის არსებობა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ ნევროზი, როგორც პიროვნული დამახასიათებელი თვისება, დაკავშირებულია სპეციფიკურ გენეტიკურ ცვალებადობებთან შემთხვევების 48%-ში. ასეთი გენეტიკური ცვალებადობები ასევე გვხვდება შფოთვითი აშლილობისა და სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანებში.


მკურნალობა

თუ ნევროზი გამოწვეულია ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობით, შესაძლოა დაინიშნოს ერთი ან რამდენიმე სამკურნალო მეთოდი.


მედიკამენტები

ექიმმა ან ფსიქიატრმა შესაძლოა დაგინიშნოთ მედიკამენტები, ნევროტიციზმის სიმპტომების შესამცირებლად, რომელიც დაკავშირებულია ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია. კერძოდ:

შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატები / ტრანკვილიზატორები - ეს პრეპარატები ამცირებენ შფოთვას და მათთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა ნერვიულობა და მოუსვენრობა.

ანტიდეპრესანტები - ისეთი პრეპარატები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) და სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs) შესაძლოა გამოყენებული იქნეს დეპრესიის სიმპტომების სამართავად.


ფსიქოთერაპია

სხვადასხვა ფორმის თერაპევტულმა საუბრებმა, მათ შორის  კოგნიტურ-ქცევითმა თერაპიამ (CBT), შესაძლოა ხელი შეუწყოს  ნეგატიური აზროვნების პატერნების გადაჭრას და დაეხმაროს ადამიანს ქცევების შეცვლაში.


ცხოვრების წესის ცვლილებები

საკუთარ ნევროტიკულ ქცევებთან გამკლავება შესაძლოა დამღლელი იყოს, მაგრამ თვითშეგნების პრაქტიკა და იმის აღიარება, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ქცევები, აუცილებელია ნევროტიციზმის მართვისთვის.

ამის გაკეთება შეგიძლიათ შემდეგი გზით:

  • დღიურის წარმოება: დღიურის წარმოება დაგეხმარებათ უკეთ გამოხატოთ და ჩამოაყალიბოთ  თქვენი აზრები, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებით. ასევე დაგეხმარებათ სტრესის გამომწვევი ფაქტორების (მათ შორის ადამიანების, ადგილების ან მოვლენების) იდენტიფიცირებაში, რათა შეძლოთ მათი თავიდან აცილება.
  • საკმარისი ძილი:  შფოთვამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის არარეგულარული რეჟიმი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ძილის დარღვევას და შფოთვას. ძილის რეჟიმის გაუმჯობესებით (რეგულარული ძილის საათებით და სხვა პრაქტიკით), შეძლებთ სტრესული მდგომარეობის უკეთ მართვას. 
  • ღრმა სუნთქვის პრაქტიკა:  ღრმა სუთქვის სავარჯიშოები რომელიც გამოიყენება იოგაში, სუნთქვის პატერნებზე ყურადღების კონცენტრირებით ხელს უწყობს სტრესის მოხსნას.