ონკო-გინეკოლოგია
ნიუ ჰოსპიტალსში ხელმისაწვდომია ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურები, რომლებიც ულტრათანამედროვე მეთოდებითა და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება. სამკურნალო პროცედურებისთვის გამოიყენება ლაპარასკოპიული, ლაპარატომიული და ქირურგიული მიდგომები.
მომსახურეობის სფეროები
- ვულვის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტარდება ნაწილობრივი ან რადიკალური ვულვექტომია (ვულვის ამოკვეთა); ასევე საზარდულის ლიმფოდისექცია (ლიმფური კვანძების ამოკვეთა). მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის და სიმსივნის სტადიის მიხედვით.
- საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტარდება რადიკალური ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა); განსკაკუთრებით შორსწასულ შემთხვევებში ტარდება ქიმიო-სხივური მკურნალობა ან ეგზენტერაციები.
- საშვილოსნოს ტანის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტარდება ჰისტერექტომია ლიმფოდისექციით (ან მის გარეშე) ლაპარასკოპიული და ლაპარატომიული (ქირურგიული) მიდგომით (მცირე მენჯის და პარააორტალური ლიმფოდისექციით).
- საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტარდება ომენტექტომია (ცხიმოვანი ქსოვილის რეზექცია) ან ჰისტერექტომია (მცირე მენჯის და პარააორტალური ლიმფოდისექციით); ასევე ტარდება ციტორედუქციული ოპერაციები.