ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ონკოქირურგია

ონკოქირურგია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ქირურგიული ონკოლოგია, მოიცავს ქირურგიული პროცედურების ფართო სპექტრს, რომელის ძირითადი მიზანია სიმსივნეების რადიკალური ამოკვეთა, ჯანსაღი ქსოვილებისა და ორგანოების შენარჩუნება. 

 ქირურგიულ ონკოლოგიას გააჩნია სპეციალიზებული სფეროები, რომლებიც კონცენტრირებულია კიბოს კონკრეტულ ტიპებზე. ნიუ ჰოსპიტალსის  ონკოქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ ქირურგიული ონკოლოგიის სერვისის სრულ სპექტრს.

ონკოქირურგიული პროცედურები

ონკოქირურგიის ორი ძირითადი ტიპი არსებობს ღია ქირურგია და მინიმალური ინვაზიური ქირურგია.

ღია ქირურგიის დროს, ქირურგი ონკოლოგი აკეთებს დიდ ზომის ჭრილობას, როგორც წესი, სიმსივნის მთლიანად, ნაწილობრივ, ან  ჯანსაღი ქსოვილის მიმდებარედ (ზღვრების) ამოსაღებად.

მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ტექნიკა შესაძლოა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ტექნიკას.

ლაპაროსკოპია: ქირურგი ონკოლოგი აკეთებს რამდენიმე მცირე ჭრილობას და აყენებს ლაპაროსკოპს, მუცლის ღრუში არსებული პათღოლოგიების დროს.

თორაკოსკოპია: მცირე ინვაზიური ჩარევები, გულმკერდის ღრუში არსებული სიმსივნური დაავადებების დროს.

ლაზერული ქირურგია: ქირურგი იყენებს მაღალი ინტენსივობის სინათლის ვიწრო სხივს სიმსივნის მოსაშორებლად.

კრიოქირურგია: ქირურგი იყენებს თხევად აზოტს კიბოს უჯრედების მოსაშორებლად.

რობოტული ქირურგია: ეს ოპერაცია ლაპაროსკოპიული ქირურგიის მსგავსია. თუმცა, ქირურგიული ხელსაწყოებით ხელით მანიპულირების ნაცვლად, ქირურგი იყენებს კომპიუტერის კონსოლს რობოტული ხელსაწყოების მუშაობისთვის.

ონკოქირურგიის სერვისები:

  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
  • ონკონეიროქირურგია;
  • ენდოკრინული ონკოქირურგია (ფარისებრი ჯირკვალი, თრკმელზედა ჯირკვალი და ძუძუს ჯირკვალი);
  • პანკრეასის კიბოს ქირურგიული მკურნალობა;
  • საყლაპავისა და კუჭის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
  • მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
  • ფილტვებისა და გულმკერდის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
  • კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
  • ქალის სასქესო ორგანოების სიმსიცნეების ქირურგია;
  • ბავშვთა ონკოქირურგია;
  • სიმსივნეების დიაგნოსტიკის მანიპულაციები.