ოპტიკა და რეფრაქცია
ოპტიკა და რეფრაქცია
ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის გამოცდილი ოფთალმოლოგები და ოპტომეტრისტები პაციენტებს ეხმარებიან სათვალეებისა და ოპტიკური ლინზების შერჩევაში მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დროს; კერძოდ, დაქვეითებული მხედველობის, მაღალი ნომრების, ნომრის მორგების სირთულეების, სპეციალური ლინზების საჭიროების, განსაკუთრებული რეცეპტების და სხვა შემთხვევებში.
ოპტიკური ცენტრი მდებარეობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ შენობაში, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვან კომფორტს წარმოადგენს პაციენტებისთვის. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში შესაძლებელია როგორც სათვალის ან კონტაქტური ლინზების შერჩევა, ასევე მათი დამზადება პაციენტების მიერ მოტანილი რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190