ქიმიოთერაპიის სახეობები
არსებობს ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტური მკურნალობის მრავალი სახეობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია,, მიზნობრივი (თარგეთული) თერაპია, იმუნოთერაპია და ჰორმონალური თერაპია.
მიზნობრივი (თარგეთული) თერაპია: მონოკლონური ანტისხეულები, ანტი-ანგიოგენეზი და სხვა საშუალებები
მიზნობრივი თერაპია წარმოადგენს დაახლოებით 100-წლიანი კვლევის შედეგს, რომელიც ეძღვნებოდა კიბოს და ნორმალურ უჯრედებს შორის განსხვავების დადგენას.
დღეისათვის, კიბოს მკურნალობა ორიენტირებულია უშუალოდ კიბოს სწრაფად დაყოფადი უჯრედების განადგურებაზე, ვინაიდან კიბოს უჯრედების ერთ-ერთ თვისებას სწრაფად დაყოფა წარმოადგენს. სამწუხაროდ, რიგი ნორმალური უჯრედებისა აგრეთვე იყოფა სწრაფად, რაც იწვევს არაერთ გვერდით მოვლენას.
მიზნობრივი თერაპიის არსი მდგომარეობს კიბოს უჯრედების სხვა თვისებების გამოვლენაში. მეცნიერები ეძებენ კიბოსა და ჩვეულებრივ უჯრედებს შორის არსებულ სხვაობებს. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მიზნობრივი თერაპიის შესაქმნელად და კიბოს უჯრედებზე შესატევად, ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე, რასაც მივყავართ გვერდითი მოვლენების შემცირებამდე. მიზნობრივი თერაპიის თანამედროვე სახეობები მოიცავენ მონოკლონური ანტისხეულების და ანგიოგენეზის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას.
რიგი მიზნობრივი თერაპიებისა ორიენტირებულია შიდა კომპონენტებზე და კიბოს უჯრედების ფუნქციებზე - გამოიყენება მცირე ზომის მოლეკულები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედებში შეღწევა და უჯრედების ფუნქციის დარღვევა, რითაც იწვევენ მათ განადგურებას. არსებობს მიზნობრივი თერაპიის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან უჯრედის შიდა ნაწილებზე.
სხვა მიზნობრივი თერაპიები ორიენტირებული არიან უჯრედების გარეთ მდებარე რეცეპტორებზე, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც მონოკლონური ანტისხეულები. ანგიოგენეზის საწინააღმდეგო პრეპარატები მიმართულია უჯრედების ჟანგბადით მომმარაგებელი სისხლძარღვებისკენ, რაც საბოლოოდ იწვევს უჯრედების შიმშილს.
მკვლევარები თანხმდებიან, რომ მიზნობრივი თერაპიები არ ცვლიან ტრადიციულ თერაპიებს. მიზნობრივი თერაპია მოიცავს ისეთი კომპონენტების წარმოებას, როგორიცაა მონოკლონური ანტისხეულები ან ანგიოგენეზის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნას მოკლე ვადაში მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან ერთად.
მონოკლონური ანტისხეულები
მონოკლონური ანტისხეულები - წარმოადგენს კიბოს „მიზნობრივი“ თერაპიის შედარებით ახალ სახეობას. ანტისხეულები წარმოადგენენ იმუნური სისტემის ნაწილს. ჩვეულებრივ, ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს სხეულში მოხვედრილი ანტიგენის საპასუხოდ (როგორიცაა უცხო ცილა). ანტისხეულები მიემაგრებიან ანტიგენს, რათა განახორციელონ ანტიგენის მარკირება ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ განადგურების მიზნისთვის. აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია მკურნალობამ ზემოქმედება მოახდინოს ცალკეულ უჯრედებზე, რაც ამცირებს ტოქსიკურობას ჯანმრთელ უჯრედებთან მიმართებაში.
მონოკლონური ანტისხეულებით თერაპია შესაძლოა ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირებულია კიბოს ანტიგენი (და შესაბამისი ანტისხეულები). ქვემოთ მოცემულია მონოკლონური ანტისხეულები:
- ალემტუზუმაბი
- გემტუზუმაბ ოზოგამიცინი
- რიტუქსიმაბი
- ტრასტუზუმაბი
- იბრიტუმომაბ ტიოქსეტანი
- სხვა
ანტი-ანგიოგენეზი (ანგიოგენეზის ინჰიბიტორები)
ანტი-ანგიოგენეზი წარმოადგენს ახალი სისხლძარღვების ფორმირების შეჩერების პროცესს.
ნორმალურ ქსოვილში ახალი სისხლძარღვები ფორმირდებიან ქსოვილის ზრდისა და აღდგენის პროცესში (მაგ. ჭრილობის შეხორცება), აგრეთვე, ორსულობისას ბავშვის განვითარების დროს. სისხლძარღვები ატარებენ ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ზრდისა და გადარჩენისთვის.
კიბოს შემთხვევაში, სიმსივნეს ესაჭიროება სისხლძარღვები ზრდისა და გავრცელების მიზნებისთვის. კომპლექსური პროცესებიდან გამომდინარე, ენდოთელიალურ უჯრედებს (რომლებიც ათანაბრებენ სისხლძარღვებს) შეუძლიათ სისხლძარღვების გაყოფა, ზრდა და ახალი სისხლძარღვების შექმნა. აღნიშნულ პროცესს ეწოდება ანგიოგენეზი და იგი ხორციელდება როგორც ჯანმრთელ, ასევე კიბოს ქსოვილში.
ცნობილია ნივთიერებები, რომლებიც ახორციელებენ როგორც ანგიოგენეზის სტიმულირებას, ასევე ანგიოგენეზის შეჩერებას ან ინჰიბირებას. 1971 წლიდან, მასაჩუსეთსელი ქირურგი, ჯუდა ფოლკმანი იკვლევს აღნიშნულ ნივთიერებებს. მისი თეორიის თანახმად, თუ შესაძლებელი სიმსივნე ვერ შესძლებს ზრდას და გავრცელებას. საბოლოოდ, სიმსივნე დაიღუპება „შიმშილის“ შედეგად. აღნიშნულის შემდგომ, მეცნიერები სწავლობენ როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეტიკური ნივთიერებების წარმოებას, რომლებსაც ეწოდებათ ანტი-ანგიოგენეზური აგენტები ან ანგიოგენეზის ინჰიბიტორები. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ანგიოგენეზის აღნიშნული ინჰიბიტორების მიერ წარმატებით იქნა შეჩერებული ახალი სისხლძარღების ფორმირება, რამაც გამოიწვია კიბოს შიმშილი და დაღუპვა.
ადრეა იმაზე საუბარი თუ რამდენად ეფექტური იქნება ანგიოგენეზის აღნიშნული ინჰიბიტორები ადამიანის კიბოს თერაპიის შემთხვევაში. ამჟამად, ოცზე მეტი ნივთიერება გადის ტესტირებას კიბოს სხვადასხვა სახეობების კლინიკურ კვლევებში. ანგიოგენეზის აღნიშნული ინჰიბიტორებიდან რამოდენიმე მათგანი ხელმისაწვდომია კომერციულად და დამტკიცებულია FDA-ს მიერ სხვა მიზნებისთვის. ითვლება, რომ ინტერფერონ-ალფას და ტალიდომიდის მსგავს მედიკამენტებს გარკვეულწილად შეუძლიათ ანგიოგენეზის ინჰიბირება და მათი შესწავლა ხორციელდება კიბოს გარკვეულ სახეობებთან მიმართებაში. ანტი-ანგიოგენეზის სხვა მედიკამენტები ახალია და არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკურ კვლევებში, უმეტეს შემთხვევებში კი დაავადების გვიან სტადიებზე. არსებობს იმედი, რომ ანგიოგენეზის ინჰიბიტორებს ექნებათ ნაკლები ტოქსიკურობა, ვინაიდან ისინი ზეგავლენას მოახდენენ მხოლოდ ახალი სისხლძარღვების ფორმირებაზე.
ქიმიოთერაპიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების უმრავლესობის მსგავსად, ქიმიოთერაპიულ მედიკამენტებსაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები. ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები წარმოადგენენ უშუალოდ მედიკამენტის მიღების შედეგად წარმოქმნილ არასასურველ მოვლენებს. მედიკამენტის გვერდითი მოვლენა მარტივად შესაძლოა შეგვეშალოს კიბოს სიმპტომებში.
სხვადასხვა მედიკამენტებს გააჩნიათ სხვადასხვა გვერდითი მოვლენები, თუმცა ქიმიოთერაპიის ყველა მედიკამენტი არ იწვევს ყველა გვერდით მოვლენას. ზოგადად, ქიმიოთერაპია აზიანებს დაყოფად უჯრედებს და ამიტომ შესაძლოა მან დააზიანოს სხეულის ის ნაწილი, სადაც ხშირად ხდება ჯანმრთელი უჯრედების დაყოფა. პირის ლორწოვანი გარსი, ნაწლავები, კანი, თმა და ძვლის ტვინი ხშირად ზიანდებიან ქიმიოთერაპიის შედეგად. ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თმის ცვენა და სხვ.
მიუხედავად ამისა, გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდება ყველა პაციენტში. მას შესაძლოა არ აღენიშნებოდეს ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები, ან აღენიშნებოდეს ზოგიერთი, ან ყველა მათგანი. კონკრეტული გვერდითი მოვლენების არსებობა, მისი დაწყება ან დასრულება თუ სიმძიმე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე - რამდენი ხანია პაციენტი იღებს მედიკამენტს, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, მედიკამენტის დოზა ან რაოდენობა, მედიკამენტის მიღების მეთოდი, კომბინაციაში მიღებული სხვა მედიკამენტები და ა.შ.
ქიმიოთერაპიის მოკლევადიან და გრძელვადიან გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები:
- ქიმიოთერაპიის რიგი გვერდითი მოვლენებისა წარმოადგენს სერიოზულ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
- რიგი გვერდითი მოვლენებისა შემაწუხებელია და გამაღიზიანებელი.
- პაციენტის გვერდითი მოვლენების განხილვა უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან ერთად.
- თუ პაციენტს აწუხებს გვერდითი მოვლენა, უნდა მიმართოს ექიმს ან ცენტრს, სადაც მიმდინარეობს მკურნალობა.
- გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არ იწვევს ხანგრძლივ ზიანს და ეტაპობრივად გაქრება მკურნალობის დასრულების შემდგომ.
- თუ თქვენ პაციენტს არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მკურნალობა არ არის ეფექტური.
- არსებობს ქიმიოთერაპიის მხოლოდ რამდენიმე ხანგრძლივი გვერდითი მოვლენა, ყველა სხვა დანარჩენი - მოკლევადიანია.
ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები შესაძლოა არასასიამოვნო იყოს, მაგრამ აღნიშნული პაციენტს ეხმარება მკურნალობის სარგებელთან დაკავშირებული პრობლემების დანახვის მცდელობაში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქიმიოთერაპია არ იწვევს გვერდით მოვლენებს ყველა შემთხვევაში - ყველა პაციენტს გააჩნია განსხვავებული რეაქცია. თითქმის ყველა გვერდითი მოვლენა დროებითია. ისინი თანდათანობით გაქრებიან მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ.