ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის ბლეფაროპლასტიკა?

ბლეფაროპლასტიკა ფუნქციური კორექციაა, რომლის დროსაც კეთდება ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ბალიშების რეზექცია. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. რეაბილიტაციის პერიოდი ინდივიდუალურია და 7-10 დღე გრძელდება.

 

საჭიროა თუ არა წინასწარი მომზადება ბლეფაროპლასტიკისთვის?

ბლეფაროპლასტიკის პროცედურის დაგეგმვამდე აუცილებელია ქირურგთან კონსულტაცია. პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე რეკომენდებულია ანტიკოაგულანტების მოხსნა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოსტოპერაციული გემატომები.

 

რა დრო სჭირდება რეაბილიტაციას პროცედურის შემდეგ?

როგორც წესი, ბლეფაროპლასტიკა უმტკივნეულო პროცედურაა, თუმცა ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია გაჩნდეს შეშუპება და სისხლჩაქცევები. ჩვეულებრივ, რეაბილიტაციის პერიოდი 7-10 დღის განმავლობაში გრძელდება. პროცედურის შემდეგ, ქირურგი პაციენტს აძლევს კონკრეტულ ინსტრუქციებს, რეაბილიტაციის პერიოდში თვალების მოვლასთან დაკავშირებით, ასევე ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მედიკამენტები შეხორცების ხელშეწყობისა და ინფექციის თავიდან აცილების მიზნით.

 

რა გვერდითი მოვლენები და გართულებები შეიძლება გამოვლინდეს ბლეფაროპლასტიკის შემდეგ?

ოპერაციის შემდეგ პაციენტმა შესაძლოა დროებით განიცადოს:

  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • ცრემლდენა;
  • სინათლის მიმართ სენსიტიურობა;
  • გაორებული მხედველობა;
  • შესივება;
  • ჩალურჯება;
  • ტკივილი და დისკომფორტი.

ბლეფაროპლასტიკას გართულებები ძალიან იშვიათად ახასიათებს, თუმცა როგორც ყველა ქირურგიულ ოპერაციას, ამ შემთხვევაშიც შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი გართულებები. აუცილებელია, რომ პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ისეთი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა:

  • სისხლდენა;
  • თვალის ძლიერი ტკივილი;
  • ინფექციის ნიშნები;
  • მხედველობის პრობლემები.

რა შედეგი აქვს ბლეფაროპლასტიკას და რამდენი ხნით ნარჩუნდება ის?

ბლეფაროპლასტიკის შედეგად პაციენტის სახე უფრო ახალგაზრდულად და დასვენებულად გამოიყურება. ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ბალიშების მოცილება ხელს უწყობს როგორც ესთეტიკურ, ასევე მხედველობის გაუმჯობესებას (თუ ქუთუთოების ჩამოშვება ხედვის არეს ზღუდავდა). ოპერაციის ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია და, როგორც წესი, 10-15 წლის განმავლობაში ან მეტხანს ნარჩუნდება. თუმცა, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის სტრუქტურაზე და ცხოვრების წესზე. პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვანია კანის სათანადო მოვლა და მზისგან დაცვა, რათა მიღწეული შედეგი მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნდეს.