თავის ტრავმა
რა უნდა იცოდეთ თავის მცირე ტრავმის შესახებ
- თავის ტრავმების უმეტესობა იწვევს მხოლოდ თავის ქალაზე შეშუპებას და სისხლნაჟღენთების განვითარებას.
- თავის ტრავმის მთავარი სიმპტომი არის ტკივილი.
- თავის ქალას შეშუპება არ ნიშნავს ტვინის შეშუპებას. თავის ქალა და თავის ტვინი ერთმანეთისგან გამოყოფილია ქალას ძვლით, რომელიც იცავს თავის ტვინს დაზიანებისგან.
დაკვირვება ტრავმიდან 2 საათის განმავლობაში:
- ყურადღებით დააკვირდით ბავშვს ტრავმის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.
- დააწვინეთ ბავშვი და მიეცით საშუალება დაისვენოს, სანამ სიმპტომები არ ალაგდება.
- თავის მცირე ტრავმის ყველაზე ხშირი სიმპტომებია მსუბუქი თავის ტკივილი, ძილიანობა და გულისრევა.
- მიეცით ძილის საშუალება, მაგრამ იყავით მის გვერდით.
- გააღვიძეთ 2 საათის შემდეგ. დარწმუნდით, რომ გამოფხიზლებულია და გცნობთ, შეამოწმეთ, რომ ადეკვატურად გელაპარაკებათ და ნორმალურად დადის.

სიფრთხილის ზომები ტრავმიდან პირველ ღამეს:
- დარჩით ბავშვის საძინებელში.
- გააღვიძეთ ღამის განმავლობაში ერთხელ და შეამოწმეთ როგორ ლაპარაკობს და როგორ დადის.
- 24 საათის შემდეგ გადადით ჩვეულ რეჟიმზე.
რჩევები სახლში ტრავმიდან 48 საათის მანძილზე:
- ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო
- მას სჭირდება დასვენება და საკმარისი ძილი
- დაუშვებელია სპორტი
- ტელევიზორის ყურება დაშვებულია შეზღუდულად
- დაუშვებელია კომპიუტერული თამაშები
- არ დაგეგმოთ მგზავრობა ან ექსკურსიები
რას უნდა ველოდოთ
- ძლიერი თავის ტკივილი ჩვეულებრივ გაივლის 24 საათში
- დარტყმის ადგილას ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 3 დღის მანძილზე
- ლოკალური შეშუპების ალაგებას შეიძლება დასჭირდეს 1 კვირა
დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ:
- თავის ტკივილიგაძლიერდა ან გრძელდება მუდმივად
- ბავშვი ტირის შეუწყვეტლივ
- ბავშვმა დაკარგა გონება ან ჰქონდა გულყრის ეპიზოდი
- აღენიშნება ღებინების 2 ან მეტი ეპიზოდი
- გაძნელებულია ბავშვის გაღვიძება
- ბავშვი აბნეულია
- სიარული ან მეტყველება არ არის ნორმალური
- იმატებს შეშუპება ტრავმის ადგილას
- ფიქრობთ, რომ საჭიროა ბავშვი გასინჯოს ექიმმა
