ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

თირკმლის მწვავე უკმარისობა

თირკმლის მწვავე უკმარისობა ვითარდება მაშინ, როდესაც თირკმელები კარგავენ ფილტრაციის უნარს. შედეგად, შესაძლოა დაგროვდეს  სახიფათო ნარჩენი ნივთიერებები სისხლში და  გამოვლინდეს ურემიული ინტოქსიკაცია.

თირკმლების მწვავე უკმარისობა ან თირკმლების მწვავე დაზიანება - ვითარდება სწრაფად, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში და შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, ამიტომაც საჭიროებს დროულ ინტენსიურ მკურნალობას.

სიმპტომები

თირკმლის მწვავე უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • შარდის გამოყოფის შემცირება
  • სითხის შეკავება, რაც იწვევს ფეხების შეშუპებას
  • ჰაერის უკმარისობა
  • დაღლილობა
  • გულისრევა, ღებინება
  • ძლიერი ზოგადი სისუსტე და ძილიანობა
  • გულმკერდის ტკივილი ან წვა
  • მძიმე შემთხვევებში, კრუნჩხვები ან კომა

ზოგჯერ, შედარებით მსუბუქი ხარისხის თირკმლების მწვავე უკმარისობა შესაძლოა არ იწვევდეს მძიმე სიმპტომებს და გამოვლინდეს სხვა მიზეზის გამო ჩატარებული ლაბორატორიული ტესტებით. 

როდის მივმართოთ ექიმს?

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარებას, თუ თქვენი ოჯახის წევრს აღენიშნა ზემოთ აღნიშნული ნიშნები ან სიმპტომები.

თირკმლის მწვავე უკმარისობის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს შემდეგი:

  • თირკმელების პირველადი დაზიანება სხვადასხვა ტიპის გლომერულონეფრიტის დროს
  • მდგომარეობა, რომელიც იწვევს თირკმელებში სისხლის მიმოქცევის მოშლას ან იშემიას - მაგ: გულის უკმარისობა, თირკმლის სისხლძარღვის თრომბოზი
  • საშარდე გზების ობსტრუქცია - რაც იწვევს შარდის ევაკუაციის შეფერხებას

დაავადებები, რომელთაც შესაძლოა დააზიანონ ან გამოიწვიონ თირკმელების პირველადი დაზიანება და მწვავე უკმარისობა:

  • გლომერულონეფრიტი
  • სისხლის შედედება თირკმლების ვენებში და არტერიებში
  • ქოლესტერინის დეპოზიტები თირკმლების არტერიებში
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექცია
  • სისტემური და აუტოიმუნური დაავადებები
  • მედიკამენტები - ტკივილგამაყუჩებელი მაღალი დოზით
  • ტოქსინები, როგორიცაა ალკოჰოლი, მძიმე ლითონები და კოკაინი
  • კუნთოვანი ქსოვილის დაშლა (რაბდომიოლიზი)
  • სიმსივნური უჯრედების დაშლა (სიმსივნური ლიზისის სინდრომი)

დაავადებები და პირობები, რომლებმაც შესაძლოა შეანელონ თირკმელებში სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიონ თირკმლების დაზიანება:

  • სისხლის ან სითხის დაკარგვა
  • ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები
  • ინფექცია
  • ღვიძლის უკმარისობა
  • მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია)
  • მძიმე დამწვრობა
  • მძიმე დეჰიდრატაცია

დაავადებები, რომლებიც ბლოკავს შარდის ორგანიზმიდან გამოსვლას (შარდის ობსტრუქცია) და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე დაზიანება:

  • შარდის ბუშტის სიმსივნე
  • საშვილოსნოს ყელის კიბო (საშარდე გზებზე ზეწოლის გამო)
  • მსხვილი ნაწლავის კიბო (საშარდე გზებზე ზეწოლის გამო)
  • გადიდებული პროსტატა და პროსტატის სიმსივნე (საშარდე გზებზე ზეწოლის გამო)
  • თირკმლის კენჭები
  • ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც შარდის ბუშტის ინერვაციის დარღვევით მიმდინარეობს (მაგ. ხერხემლის დაზიანება)

რისკი-ფაქტორები

პირობები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი:

  • ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ მკურნალობას
  • ასაკი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • გულის უკმარისობა
  • თირკმელების დაავადებები
  • ღვიძლის დაავადებები
  • ზოგიერთი კიბო და მათი მკურნალობა
გართულებები

თირკმლის მწვავე უკმარისობის გართულებები:

  • სითხის დაგროვება - თირკმლის მწვავე უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში და ფილტვებში ჭარბი სითხის დაგროვება
  • კუნთების სისუსტე
  • თირკმელების მუდმივი დაზიანება - ზოგჯერ თირკმელების მწვავე უკმარისობა იწვევს თირკმელების ფუნქციის მუდმივ დაკარგვას, რაც თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას - დიალიზს საჭიროებს

პრევენცია

  • თირკმლის მწვავე უკმარისობის პროგნოზირება ან პრევენცია რთულია, თუმცა, რისკების შემცირება შესაძლებელია
  • ურეცეპტოდ გაცემული (OTC) ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების, როგორიცაა ასპირინი, აცეტამინოფენი, იბუპროფენი და სხვა - გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის დაზიანების რისკი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არსებობდა თირკმლის დაავადება, დიაბეტი ან მაღალი წნევა
  • პრიორიტეტად აქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. იყავით აქტიური, მიირთვით ბალანსირებული საკვები