თვალის ონკოლოგია და ოკულოპლასტიკა
თვალის ონკოლოგია
თვალის ონკოლოგია მოიცავს თვალისა და მისი მიმდებარე ქსოვილების კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს: როგორც თვალის კაკლის, ასევე თვალსშიდა ახლად წამონაქმნებს, კონიუნქტივის, ქუთუთოების და თვალბუდის ნეოპლაზიას. კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში " სრულდება ამ დაავადებების გამოვლენა, სრული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ოკულოპლასტიკა და რეკოსნტრუქციული ქირურგია
ოკულოპლასტიკა
ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები ფლობენ მრავალმხრივ ცოდნას ოფთალმოლოგიასა და ოკულოპლასტიკაში, რაც გულისხმობს თვალის პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიას. ოკულოპლასტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვებისა და მოზრდილთათვის, მოიცავს თვალის პლასტიკურ ქირურგიას ქუთუთოებზე, საცრემლე ჯირკვლებსა და სადინრებზე, წარბებზე, ასევე სახისა და თვალის ირგვლივ არესა და თვალბუდის ძვლებზე.
რეკონსტრუქციული ქირურგია
რეკონსტრუქციულ ქირურგიას - მიეკუთვნება ოპერაციები, რომელიც მიმართულია დაზიანებული ორგანოს ან ქსოვილის ფორმის და ფუნქციის აღდგენისკენ, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან წარმოადგენდეს საყოფაცხოვრებო, საწარმოო ან იატროგენული ტრავმის შედეგს. ხშირ შემთხვევაში თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების აღმოფხვრა ან კორექცია შესაძლებელია.
ესთეტიკური ქირურგია ჯანმრთელი პაციენტების ქირურგიაა, რომლებიც არ არიან კმაყოფილები სხეულის ამა თუ იმ ნაწილის, ორგანოს ფორმით და მოცულობით.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190