ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ულტრასონოგრაფია

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში - არის შეუცვლელი, სწრაფი და არაინვაზიური მეთოდი, რომელიც სხვა რადიოლოგიურ კვლევებთან შედარებით ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომია.

 

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა - ეს არის მაღალი სიხშირის ტალღებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შინაგანი ორგანოებიდან და რბილი ქსოვილებიდან მივიღოთ სტრუქტურული გამოსახულება, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია განვასხვავოთ ნორმა პათოლოგიისგან. ულტრასონოგრაფია თავის მაღალინფორმატიულობასთან ერთად არის ასევე სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევის მეთოდი.


კვლევის ჩატარება თითქმის არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვებს თუ არ ჩავთვლით იმას რომ მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევისას, კერძოდ ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის შეფასებისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ მაინც, როგორც პროფილაქტიკური კვლევა, რაც გვეხმარება პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში.

 

ნიუ ჰოსპიტალსში სრულდება ექოსკოპიური კვლევების ფართო სპექტრი:

  • მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა) გამოკვლევები;
  • საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი, სათესლე ჯირკვლები) გამოკვლევები;
  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევები;
  • სარძევე ჯირკვლების გამოკვლევები;
  • პერიფერიული ლიმფური კვანძების გამოკვლევები;
  • რბილი ქსოვილების გამოკვლევები;
  • სანერწყვე ჯირკვლების გამოკვლევები;
  • გინეკოლოგიური (საშვილოსნო და დანამატები) გამოკვლევები: აბდომინური და ვაგინური მიდგომით;
  • პედიატრიული გამოკვლევები;
  • პლევრის ღრუების გამოკვლევები;
  • სახსრების /მუხლი, მენჯ-ბარძაყი, კოჭ-წვივი, ტერფი, მხარი, იდაყვი, სხივ-მაჯა, მტევანი, საფეთქელ -ქვედა ყბა, მკერდ-ლავიწი/ (მოზრდილთა და ახალშობილთა) და მიმდებარე სტრუქტურების გამოკვლევები;
  • პერიფერიული ნერვების (შუათანა, იდაყვის, სხივის, საჯდომი, დიდი და მცირე წვივის) ულტრასონოგრაფია;
  • ზედა და ქვედა კიდურების სისხლძარღვების (არტერიებისა და ვენების)   დუპლექს-სკანირება;
  • ექსტრაკრანიული სისხლაძარღვების დუპლექს-სკანირება;
  • თვალისა და თვალბუდის გამოკვლევა;
  • მცირე ინვაზიური ჩარევები პუნქციური ბიოფსიების სახით ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ;
  • ექოკარდიოგრაფია-ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური.