ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ზურგის ტკივილი

რა არის ზურგის ტკივილი?

  • ტკივილი ან დისკომფორტი ზურგის ზედა, შუა ან ქვედა ნაწილში.
  • კუნთების დაჭიმულობა ფიზიკური დატვირთვის დროს და ზურგის დაზიანება.

ზურგის ტკივილის მიზეზები

  • ზურგის კუნთების დაჭიმულობა - ახლად აღმოცენებული ზურგის ტკივილი მოზარდებში უხშირესად განპირობებულია კუნთების დაჭიმვით ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ტკივილი უპირატესად ლოკალიზებულია შუა და ქვედა ნაწილებში.
  • ფიზიკური მუშაობა - სიმძიმის აწევა ან ტარება, ზურგის ძლიერი მოხრა ან გაშლა.
  • ვარჯიში - ვარჯიშის ტიპის შეცვლა.
  • ზურგჩანთა - სასკოლო ასაკის ბავშვებში ზურგის ტკივილის ხშირი მიზეზია. შესაძლოა გამოიწვიოს მხრების და კისრის ტკივილიც. რისკი ყველაზე მაღალია გარდამავალი ასაკის ბავშვებში, ვინაიდან მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული კუნთები.
  • თირკმლის ინფექცია - ტკივილი აღინიშნება ცალ მხარეს ზურგის შუა ნაწილში. სხვა ნიშნებიდან აღსანიშნავია ცხელება და ტკივილი მოშარდვის დროს.
  • თირკმლის კენჭი - ტკივილი ლოკალიზებულია ცალ მხარეს ზურგის შუა ნაწილში და გადაეცემა მუცლის ქვედა ნაწილში. შარდი შეიცავს სისხლს.

ტკივილის სიმძიმე

  • მსუბუქი: ბავშვი გრძნობს და უჩივის ტკივილს, მაგრამ ტკივილი ხელს არ უშლის ჩვეული აქტივობების განხორციელებაში. სკოლის, თამაშის და ძილის რიტმი არ არის შეცვლილი.
  • ზომიერი: ტკივილი ხელს უშლის ბავშვს ზოგიერთი აქტივობის განხორციელებაში. ტკივილმა შეიძლება გამოაღვიძოს ბავშვი.
  • ძლიერი: ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. ის ხელს უშლის ნებისმიერი ნორმალური აქტივობის განხორციელებაში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში

  • გამოხატულია ძლიერი ტკივილი.
  • ტკივილი იწყება ტრავმის მიღების შემდეგ (მაგ: ავტოსაგზაო შემთხვევა, სპორტული აქტივობა, სიმაღლიდან ვარდნა). ასეთ დროს არ გაამოძრაოთ ბავშვი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
  • ფიქრობთ, რომ ბავშვს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში ან გადაუდებელი მდგომარეობა.
  • საერთოდ არ შეუძლია მოშარდვა ან შარდს გამოყოფს წვეთებით.
  • აქვს ტკივილი ან წვა მოშარდვისას, ასევე ცხელება.
  • შარდი შეიცავს სისხლს.
  • საერთოდ არ შეუძლია სიარული ან უჭირს სიარული.
  • ტკივილი გადაეცემა დუნდულოს ან ბარძაყის მიდამოში.
  • აღინიშნება კიდურის დაბუჟება.
  • ბავშვი გამოიყურება ცუდად.

მიმართეთ ექიმს 24 საათის განმავლობაში შემდეგ სიტუაციებში

  • ტკივილი ან წვა მოშარდვისას ცხელების გარეშე
  • ცხელება
  • 3 ან მეტი დღის განმავლობაში არ დადის ისე, როგორც ჩვეულებრივ
  • ასაკი
  • ტკივილი ზურგის ზედა ნაწილში
  • ტკივილი გრძელდება კვირაზე მეტ ხანს
  • ზურგის ტკივილის მიზეზი გაურკვეველია
  • ზურგის ტკივილი განვითარდა უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შედეგად
  • ზურგის ტკივილი ხშირი პრობლემაა

დახმარება სახლის პირობებში

ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები

  • პარაცეტამოლი
  • იბუპროფენი
  • აყუჩებს ზურგის ტკივილს და ხსნის კუნთების სპაზმს

ცივი საფენები ან ყინული

  • ტკივილის ან შეშუპების დროს გამოიყენეთ ნაჭერში გახვეული ყინული 20 წუთის განმავლობაში
  • პირველ დღეს გაიმეორეთ 4-ჯერ
  • ამცირებს ტკივილს და ხსნის კუნთების სპაზმს
  • მოერიდეთ ადგილობრივად მოყინვის განვითარებას

გამოიყენეთ სითბო 48 საათის შემდეგ

  • თუ ტკივილი გრძელდება 2 დღეზე მეტ ხანს, მოათავსეთ სითბო მტკივნეული კუნთის მიდამოში 10 წუთის განმავლობაში
  • სითბო ზრდის სისხლის ნაკადს და ხელს უწყობს დაზიანების ალაგებას
  • მოერიდეთ დამწვრობას

გვერდზე დაწოლილი ძილი

  • დასაძინებლად დააწვინეთ გვერდზე და ფეხებს შორის დაუდეთ ბალიში
  • თუ ბავშვს სძინავს მხოლოდ ზურგზე, ფეხების ქვეშ დაუდეთ ბალიში
  • არ დააწვინოთ მუცელზე
  • არ დააწვინოთ რბილ ლეიბზე

ფიზიკური აქტივობა

  • მოარიდეთ სპორტს ან სამუშაოს, რომელიც ზრდის ტკივილს
  • მოარიდეთ სიმძიმის აწევას ან ხტუნაობას
  • 48 საათის შემდეგ დაიწყეთ ზურგის გაშლის მსუბუქი ვარჯიში
  • მკაცრი წოლითი რეჟიმი არ არის საჭირო

ზურგის ტკივილის პრევენცია

  • შეზღუდეთ სატარებელი ტვირთის წონა. ის უნდა იყოს სხეულის წონის 15%-ზე ნაკლები. მაგალითად: 45 კგ წონის ბავშვმა არ უნდა აწიოს 7 კგ-ზე მეტი წონის ტვირთი.
  • ძალზე მძიმე ტვირთის ტარების ნიშანია წინ გადახრა სიარულის დროს.
  • დარწმუნდით, რომ ბავშვს აქვს კარგი ხარისხის ზურგჩანთა მხრის ფართე საკიდებით.
  • მოერიდეთ ტვირთის ტარებას მხოლოდ ცალ მხარზე, რაც იწვევს მხრებისა და კისრის ტკივილს.

რას უნდა ველოდოთ

  • ზურგის უმიზეზო ახლად აღმოცენებული ტკივილი ჩვეულებრივ გაივლის რამდენიმე დღეში.
  • კუნთების დაჭიმვით გამოწვეული ზურგის ტკივილი გაივლის 1-2 კვირაში.