ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ანგინა - ნუშურა ჯირკვლების მწვავე ანთება

ანგინა, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც ნუშურა ჯირკვლების იგივე ტონზილების მწვავე ჩირქოვანი ანთება, საკმაოდ ხშირი დაავადებაა განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. ანგინის გართულებას წარმოადგენს პერიტოზილარული აბსცესი (ჩირქგროვა) რომელიც ყალიბდება  ნუშურა  ჯირკვლის (გლანდის) და ყელის კედელს შორის, იმ შემთხვევაში  თუ  ინფექცია გავრცელდება დაინფიცირებული ნუშისებრი ჯირკვალიდან გარშემო. ანგინა შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად  ემართებათ ბავშვებს, ის შესაძლოა რამდენიმეჯერაც განვითარდეს.

სიმპტომები

ანგინის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • ყელის ძლიერი ტკივილი;
  • პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის შეშუპება;
  • პირის გაღების გაძნელება;
  • ყლაპვის დროს ტკივილი;
  • ყლაპვის გაძნელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირიდან ნერწყვის უკონტროლო გადმოდინება;
  • ხმის ცვლილება, ან საუბრის გაძნელება;
  • ცუდი სუნი პირის ღრუდან;
  • ყურის ტკივილი ცალმხრივად  ან ორმხრივად ;
  • თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • მაღალი ტემპერატურა.

ანგინის გამომწვევი მიზეზები

ანგინა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვირუსულმა ასევე ბაქტერიულმა ინფექციამ. ყველაზე ხშირად ანგინას იწვევს ჰემოფილუს ინფლუენზა და ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში თუ ხდება ანგინის არასრულფასოვანი ან არასწორი  მკურნალობა, ვითარდება ისეთი სერიოზული გართულება, როგორცაა პერიტონზილარული აბსცესი (ჩირქგროვა).


ტონზილიტის პრევენცია

ტონზილიტის პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ტონზილიტის განვითარების რისკების შემცირება. ეს შესაძლებელია ტონზილიტის გამომწვევი ბაქტერიებით ან და ვირუსული ინფექციით დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის თავიდან აცილების გზით. ასევე მნიშვნელოვანია ხელების ხშირად დაბანა საპნით და თბილი წყლით. არ გაუზიაროთ დაავადებულ ადამიანებს თქვენი ნივთები და ასევე არ გამოიყენოთ მათი სათვალე ან პირადი მოხმარების ნივთები.


ანგინის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს სიგარეტის მოწევამაც, ამიტომ თუ ხართ მწეველი, უმჯობესია მოწევას თავი დაანებოთ. ვირუსული ინფექციით გამოწვეული ტონზილიტის (გლანდების ანთების) ანტიბიოტიკებით მკურნალობა მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს ანგინის განვითარების რისკს, ამიტომ ანტიბიოტიკების გამოყენება ასეთ შემთხვევებში არ არის რეკომენდირებული.

 

რისკ-ფაქტორები
ფაქტორები რომლებიც ზრდიან ყელის ტკივილის შემდეგ ანგინის განვითარების რისკს :

  • დიაბეტი;
  • იმუნური სისტემა რომელიც ეფექტურად ვერ ებრძვის ინფექციებს, მაგალითად თუ გაქვთ შიდსი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ანგინის სიმპტომები. ექიმი გკითხავთ სიმპტომების შესახებ და გამოიკვლევს ყელსა და ნუშისებრ ჯირკვლებს. ნუშისებრი ჯირკვლები (იგივე გლანდები) ორი პატარა ჯირკვალია რომელიც ყელის ბოლოს მდებარეობს, ენის უკან. ძალიან მნიშნველოვანია ანგინის დროული დიაგნოსტირება და სწრაფი მკურნალობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების და ასევე, ისეთი სერიოზული გართულებების პრევენცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.


ანგინის მკურნალობა

ანგინის მკურნალობა ხდება წამლებისა და ოპერაციის კომბინაციით.


წამლები, ანტიბიოტიკები -
ინფექციის სამკურნალოდ საჭიროა ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება. ანტიბიოტიკების გაკეთება მოხდება ვენაში, ეს მეთოდი გაცილებით ეფექტურია ვიდრე ტაბლეტის სახით მიღება.

ოპერაცია - მორეციდივე ანგინის შემთხვევაში, მხოლოდ ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.


ტონზილექტომია
ტონზილექტომია გულისხმობს ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრას. ეს არის ორი პატარა ჯირკვალი ყელში, ენის უკან. ტონზილექტომია რეკომენდებულია გართულებული ანგინის, ან ყელის ტკივილის შემთხვევაში.

საავადმყოფოში მკურნალობა

იმის მიხედვით თუ რამდენად მძიმეა თქვენი ინფექცია, შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე დღის საავადმყოფოში გატარება და მკურნალობა. ამ დროის განმავლობაში წამლები და სითხეები მოგეწოდებათ წვეთოვანით. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ სახლის პირობებში დასვენება 1 კვირის განმავლობაში. შესაძლოა ანტიბიოტიკებისა და ტკივილგამაყუჩებლების მიღება სახლშიც გახდეს საჭირო.