ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

არტერიული ჰიპერტენზია

თანამედროვე სამედიცინო სახელმძღვანელო არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავს როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მყარ და ხანგრძლივ მომატებას.  არტერიული წნევა არა  სტატიკური მაჩვენებელი, არამედ დინამიური მაჩვენებელია და ფიზიკური დატვირთვისა თუ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მიხედვით განიცდის  ცვლილებას. წნევა იცვლება ჯანმრთელ ადამიანებში მაგ. ფიზიკური დატვირთვის დროს წნევა მოიმატებს, ხოლო მოსვენებისას ნორმას უბრუნდება.  არტერიული ჰიპერტენზიის დროს კი წნევა სცდება დასაშვები ნორმის ფარგლებს.

ამერიკის გულის ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედივთ არტერიულ წნევა  4 კატეგორიად არის დაყოფილი.

  • ნორმალური არტერიული წნევა. სისტოლური წნევა 120-ზე დაბალი, ხოლო დიასტოლური /80 მმ Hg-ზე დაბალი;
  • მომატებული  არტერიული წნევა ანუ პრეჰიპერტენზია . სისტოლური 120-დან 129 მმ ვწყ.სვ-მდე, ხოლო დიასტოლური  80-ზე; ნაკლები
  • სტადია 1 ჰიპერტენზია. სისტოლური 130- 139 , დიასტოლური 80-89;
  • სტადია 2 ჰიპერტენზია. სისტოლური 140  და მეტი, ხოლო დიასტოლური წნევა  90 მმ Hg და მეტი;
  • 180/120 მმ Hg-ზე მაღალი არტერიული წნევა არის ჰიპერტენზიული  კრიზი.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა 50%-ზე მეტს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გართულების რისკი. არაკონტროლირებულ არტერიულ ჰიპერტენზიას აქვს სერიოზული გართულებები, შეიძლება განვითარდეს ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული), აორტის ანვრიზმა ან /და განშრევება, სტენოკარდია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თვალის ბადურის დაზიანება.

სიმპტომები

არტერიული ჰიპერტენზია უმთავრესად ასიმპტომურად იწყება, ამიტომ მოზრდილი ასაკის პოპულაციაში მომატებული წნევის გამოსავლენად მნიშვნელოვანია პერიოდული სკრინინგის ჩატარება. პაციენტები არტერიული წნევის მომატებისას უჩივიან

  • თავის ტკივილს;
  • თავბრუსხვევას;
  • სუნთქვის გაძნელებას;
  • ზოგჯერ მომატებული არტერიული წნევა შეიძლება ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი გახდეს;
  • მხედველობის გაუარესებას.

Მიზეზები

არტერიული ჰიპერტენზიის მრვალი მიზეზი არსებობს , მათ შორის:

  • ჭარბი წონა;
  • არასკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • დიდი რაოდენობით მარილის მიღება;
  • უძილობა;
  • სტრესი;
  • თირკმლების ქრონიკული დაავადება;
  • ფრისებური ჯირკვლის დაავადება;
  • ჭარბად ალკოჰოლის მიღება;
  • თამბაქოს მოწევა;
  • დიაბეტი;
  • გენეტიკური ფაქტორები;
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე;
  • თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები.

არტერიული ჰიპერტენზიის ორი ძირითადი ფორმა არსებობს

პირველადი ჰიპერტენზია შეიძლება იყოს როგორც პირველადი დაავდება, რომელსაც სხვაგვარად   ესენციურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. არტერიული ჰიპერტენზია ასევე შეიძლება იყოს როგორც სხვა დაავადების გამოვლინება, ასეთ დროს მას უწოდებენ სიმპომურ ჰიპერტენზიას.

 

ისკ-ფაქტორები

არტერიულ წნევას მრავალი რისკ-ფაქტორი აქვს, მათ შორის:

 

  • ასაკი. მაღალი წნევის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. დაახლოებით 64 წლამდე, მაღალი წნევა უფრო ხშირია მამაკაცებში. ქალებს უფრო ხშირად მაღალი წნევა  65 წლის შემდეგ უვითარდებათ.
  • რასა. მაღალი წნევა განსაკუთრებით ხშირია შავკანიანებში. ხშირად ის უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება შავკანიანებში, ვიდრე თეთრკანიანებში.
  • ოჯახის ისტორია. არტერიული წნევის განვითარების ალბათობა მარალია, თუ გყავთ მშობელი ან და-ძმა ამ დაავადების მქონე.
  • სიმსუქნე ან ჭარბი წონა. სიმსუქნის ადრეულ სტადიაზე ხდება თირკმლების მილაკებიდან ნატრიუმის რეაბსორბციის გაზრდა, რასაც მოჰყვება სისხლძარღვების მოცულობითი გადატვირთვა. სიმსუქნის დროს სისხლში იმატებს არტერიული ჰიპერტენზიის განმაპირობებელი ჰორმონების რენინის, ანგიოტენზინ II -სა და ალდოსტერონოს დონე. სიმსუქნის მქონე ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება მომატებული არტერიული წნევა. ყოველი 5 კგ წონის მატების დროს არტერიული წნევა საშუალოდ 4.5 mmHg - ით იზრდება. 
  • ვარჯიშის ნაკლებობა. ფიზიკური ქტივობის არ არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. გაზრდილი წონა ზრდის მაღალი წნევის რისკს.
  • თამბაქოს მოხმარება ან კვამლი. თამბაქოს მოხმარება ან კვამლი დაუყოვნებლივ ამაღლებს არტერიულ წნევას მცირე ხნით. თამბაქოს მოწევა აზიანებს სისხლძარღვების კედლებს და აჩქარებს არტერიების გამკვრივების პროცესს.
  • დიდი რაოდენობით მარილი. ბევრი მარილი - რომელსაც ასევე უწოდებენ ნატრიუმს - ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც ზრდის არტერიულ წნევას.
  • კალიუმის დაბალი დონე. კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმის უჯრედებში მარილის რაოდენობის დაბალანსებას. კალიუმის სათანადო ბალანსი მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის. კალიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს დიეტაში კალიუმის ნაკლებობით ან ჯანმრთელობის გარკვეული პირობებით, მათ შორის გაუწყლოებით.
  • ძალიან ბევრი ალკოჰოლი. ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია არტერიული წნევის მატებასთან, განსაკუთრებით მამაკაცებში.
  • სტრესი. სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დროებითი მატება. სტრესთან დაკავშირებულმა ჩვევებმა, როგორიცაა ზედმეტი კვება, თამბაქოს მოხმარება ან ალკოჰოლის მიღება, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი მატება.
  • გარკვეული ქრონიკული პირობები. თირკმელების დაავადება, დიაბეტი და ძილის აპნოე არის ზოგიერთი მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა.
  • ორსულობა. ზოგჯერ ორსულობა იწვევს არტერიული წნევის მომატებას.
  • მაღალი წნევა ყველაზე ხშირად მოზრდილებშია. ბავშვებში მაღალი არტერიული წნევა შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელების ან გულის პრობლემებით. ბავშვებში ჭარბი წონის მიზეზი დიდ წილად არის არასწორი კვება და არასკმარისი ფიზიკური აქტივობა.

გართულებები

არტერიულ ჰიპერტენზიას სათანადო კონტროლისა და მკურნალობის გარეშე  ახლავს მრავალი გართულება, მათ. შორის ინსულტი (იშემიური ან ჰემორაგიული), მიოკარდიუმის ინფარქტი, სისხლძრღვების ათეროსკლეროზი, მაგისტრალური სისხლძარღვის - აორტის კედლის დაზიანება,  გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მხედველობის გაუარესება და სხვა.


მიოკარდიუმის ინფარქტი
ან ინსულტი. მაღალი წნევის ან სხვა ფაქტორების გამო არტერიების გამკვრივებამ და გასქელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სხვა გართულებები.


ანევრიზმა.
არტერიული წნევის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის კედლის დაზიანება  რის შედეგადაც წარმოიქმნება ანევრიზმა ან აორტის დისექცია.


გულის უკმარისობა.
არტერიული ჰიპერტენზია არის  გულის იშემიური დაავდების, მიოკარდიუმის ინფარქტისა, არითმიებისა  და გულის უკმარისობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი.  


თირკმელების პრობლემები.
მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებში სისხლძარღვების შევიწროება, რამაც შესაძლოა თირკმელი დააზიანოს.


თვალის პრობლემები.
არტერიული წნევის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების სისხლძარღვების გასქელება ან შევიწროება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა.


ეტაბოლური სინდრომი. ეს სინდრომი მოიცავს ინსულინის მიმართ გაზრდილ რეზისტენტობას, ცხიმების ცვლის დარღვევას, სიმსუქნეს, განსაკუთებით აბდომინალურ ფორმას და არტერიულ ჰიპერტენზიას.  რაც თავის მხრივ ზრდის  დიაბეტის, გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების ალბათობას.


მეხსიერების ცვლილებები.
უკონტროლო მაღალმა წნევამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აზროვნების, დამახსოვრების და სწავლის უნარზე.


დემენცია.
შევიწროებულმა ან დაბლოკილმა არტერიებმა შეიძლება შეზღუდოს ტვინში სისხლის მიმოქცევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლძარღვოვანი დემენცია.