ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბავშვთა გადაუდებელი დახმარება

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილება გაშლილია 12 ობსერვაციულ და 4 შოკის საწოლზე და განკუთვნილია 29 დღიდან 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, როგორც სომატური, ისე ქირურგიული დაავადებებით, მწვავე ტრავმით და ინტოქსიკაციით. განყოფილებას პაციენტმა შეიძლება მიმართოს 24 საათის მანძილზე, როგორც თვითდინებით, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მეშვეობით. პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით:

  • უახლესი მონიტორებით
  • საინფუზიო მოწყობილობებით
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატებით
  • საჭიროებისას ადგილზე შესაძლებელია სხვადასხვა სისტემის სონოგრაფიული და რენტგენოგრაფიული კვლევების ჩატარება

გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ჰყავს კონსულტანტთა ფართე პანელი, როგორიცაა: ქირურგი, ტრავმატოლოგი, ნეიროქირურგი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, რაბიოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტთა მულტიპროფილურ მართვას. 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია ექსკლუზიური სერვისის მიღება, კერძოდ, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური და გინეკოლოგიური დახმარება.

პაციენტების მართვა ხორციელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც პაციენტი ეწერება ბინაზე ან ხდება მისი სტაციონარში გადაყვანა. გაწერისას პაციენტის მშობელი იღებს დეტალურ ინსტრუქციას ბავშვის ბინაზე მართვის და საჭირო კონსულტაციების შესახებ. ასევე, მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლითაც მშობლებს საშუალება ეძლევათ ექიმისგან მიიღონ დარიგებები გადაუდებელ სიტუაციებში.

 

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მაქსიმალური ყურადღება ენიჭება პაციენტისთვის კომფორტის შექმნას, როგორიცაა მშობლების დასწრება მანიპულაციებზე და მათი შეუზღუდავი დაშვება პაციენტთან. პრიორიტეტს წარმოადგენს პაციენტის ფსიქო-სოციალური დახმარება, უმტკივნეულო პროცედურები - ვენის კათეტერიზაცია, ჭრილობის მართვა და მცირე ტრავმების მართვა, რომლის მისაღწევად შემუშავებულია პროცედურული სედაციისა და ანალგეზიის თანამედროვე, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული პროტოკოლები. 

სამედიცინო გუნდი

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს პაციენტსა და მის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისების მიწოდება, რისთვისაც დანერგილია სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების პროცესები, მუდმივი სწავლებები და პროფესიული ტრენინგები.

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი დაკომპლექტებულია დარგის საუკეთესო სპეციალისტებით.